გასაოცარი ბადრიჯანი ქილებში ზამთრისთვის – აუცილებლად სცადეთ!

2836

დღეს მინდა გასწავლოთ ბადრიჯნის ზამთრისთვის მომზადება. ამ მეთოდით მომზადებული ბადრიჯანი ძალიან მოსწონთ ოჯახის წევრებს, რა თქმა უნდა სტუმრებსაც.

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი 2კგ
  • პომიდორი 2კგ
  • წითელი ტკბილი წიწაკა 1კგ
  • წიწაკა 2-3 ცალი
  • კამა, ოხრახუში
  • ნიორი 1 თავი
  • მცენარეული ზეთი 150გ
  • შავი წიწაკის მარცვლები
  • ძმარი (9%) 1 სუფრის კოვზი
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • დაფნის ფოთოლი

მომზადება

  1. ბარიჯანი დაჭერით მრგვლად. წიწაკა გაჭერით 4 ნაწილად. ტაფა დადგით საშუალო ცეცხლზე.
  2. დაასხით ზეთი და დაელოდეთ გაცხელებას.
  3. მოათავსეთ ბადრიჯნის რგოლები და შეწვით ორივე მხრიდან.
  4. მზა ბადრიჯანი გადმოიტანეთ ტაფაზე.
  5. ბადრიჯნის შემდეგ ტაფაზე მოამზადეთ წითელი წიწაკა.
  6. ორივე მხრიდან შეწვით.
  7. ცალკე ჯამში ჩაჭერით კამა, ოხარხუში, ნიორი. კარგად მოურიეთ.
  8. პომიდორიც დაჭერით მრგვლად.
  9. ქილის ძირას მოათავსეთ 5-6 ცალი წიწაკის მარცვალი, 1 დაფნის ფოთოლი და მწარე წიწაკა.
  10. 1 სუფრის კოვზი მწვანილი ნივრით, 3 ნაჭერი პომიდორი.
  11. შემდეგ ბადრიჯნის რგოლები 5-6 ცალი.
  12. შემდეგ ისევ მწვანილის ფენა, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა და ასე ინგრედიენტების გამოლევამდე.

წვენისთვის:

წვენსაწურში გამოწურეთ 1კგ პომიდორი და მიღებული წვენი ჩაასხით ქილებში.

  1. თოთოეულ ქილაში ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი მარილი და დააფარეთ თავსაფარი.
  2. ღრმა ქვაბიში ჩააფინეთ ხელსახოცი და მასზე დადგით ქილები.
  3. დაასხით წყალი დაახლოებით ქილის 3/4 ზე, დადგით ცეცხლზე და გაასტერილეთ 30 წუთის განავლობაში.
  4. ამ დროის შემდეგ გადმოიტანეთ ცეცხლიდან და თითოეულ ქილაში ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი და მოასხით 1 ჩაის კოვზი 9% ძმარი.
  5. მჭიდროდ დააფარეთ ქილას თავსაფარი. 1 დღე/ღამე შეფუთეთ თბილად.

გემრიელად მიირთვით!