გამომცხვარი ხორცი კარტოფილით – თითქოს მარტივად ჟღერს, მაგრამ სულაც არ არის მარტივი.
ამ კერძის მომზადებასაც რაღაც ნიუანსების გათვალისწინება სჭირდება. მთავარია ხორცი იყოს კარგად დამარინადებული.
ინგრედიენტები
- ღორის მკერდი 2კგ
- თაფლი 255გ
- ფორთოხლის წვენი 120მლ
- სოიოს სოუსი 120მლ
- სოუსი ჩილი 140მლ
- შაქარი 50გ
- მდოგვი 1 ჩაის კოვზი
- შავი წიწაკა 2 სუფრის კოვზი
- ხახვის ფქვნილი 1 სუფრის კოვზი
- დარიჩინი 0,25 სუფრის კოვზი
- ჯანჯაფილი 1 სუფრის კოვზი
- ნიორი 2 კბილი
- მზესუმზირის ზეთი 400მლ
- კარტოფილი 1,5კგ
- ნიორი 1 ცალი
- როზმარინი 2 ცალი
- მარილი გემოვნებით
მომზადება
- შეწვით ხორცი.
- ღრმა ჯამში მოათავსეთ თაფლი, ფორთოხლის წვენი, სოიოს სოუსი და სოუსი ჩილი. დაუმატეთ შაქარი, მდოგვი, პაპრიკა, გამომშრალი ხახვი, დარიჩინი და წვრილად დაჭილი ჯანჯაფილი ნივრით.
- მიღებული სოუსი მოასხით ხორცს და გამოაცხეთ 200 გრადუსზე 20 წუთი.
- სანამ ხორცი ცხვება, მოამზადეთ გარნირი. ტაფაზე დაასხით ზეთი და შეწვით კარტოფილი.
- არომატისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ ნივრის კბილი და როზმარინი,
- კარტოფილს მოაყარეთ მაილი და წიწაკა.
გემრიელად მიირთვით!