გამომცხვარი კარტოფილი ჭინჭრის პესტოთი

554

ჭინჭრისგან საუცხოო პესტოს მომზადება არის შესაძლებელი, რომელსაც დაუმატებთ პასტაში, სალათებში, მიირთმევთ გამომცხვარ კარტოფილთან. გამოიყენეთ მხოლოდ ნაზი ფოთლები, რათა მიიღოთ წვნიანი სოუსი რბილი გემოთი.

ინგრედიენტები

  • 12 ც კარტოფილი
  • 200 გრ ჭინჭარი
  • კარაქი გემოვნებით
  • 50 გრ კამა
  • 1 კბ ნიორი
  • 50 გრ ადიღეური ყველი ან ცხიმიანი ხაჭო
  • 50 გრ გაფცქვნილი მზესუმზირა
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ჯაგრისით გარეცხეთ კარტოფილი, გაჭერით შუაზე. დაალაგეთ საცხობ ფორმაზე, მოაყარეთ მარილი, დაასხით მდნარი კარაქი და გამოაცხვეთ 35 წუთის განმავლობაში.
  2. პესტოს მოსამზადებლად შეურიეთ ჭინჭრის ფოთლები, დაჭრილი კამა, ნიორი, მარილი და დააბლენდერეთ.
  3. განაგრძეთ ათქვეფვა, დაუმატეთ ნელ-ნელა მზესუმზირა და ზეთი. ბოლოს დაუმატეთ ყველი და პილპილი, კვლავ მოურიეთ. მოასხით გამომცხვარ კარტოფილს და გემრიელად მიირთვით!

მოამზადეთ სიამოვნებთ და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!