ფრანგული ნივრის პიურე

719

თევზის კერძებს ძალიან უხდება ნივრის პიურე.

ამ კერძის შესახებ არ იცის ბევრმა დიასახლისმა. არ გაუშვათ შესაძლებლობა და აუცილებლად გაეცანით რეცეპტს.

ინგრედიენტები

  • ნიორი 3 კბილი
  • რძე 2 ჭიქა
  • ნაღები 1 ჭიქა
  • ოხრახუში
  • მარილი და პაპრიკა

მომზადება

1.ეს ინგრედიენტები გათვლილია 1 ულუფა პიურეზე. პირველ რიგში დაჭყლიტეთ ნიორი.

2.ნივრის კბილები მოათავსეთ ქვაბში და მოასხით წყალი. წამოადუღეთ წყალი. მოხარშეთ 4 წუთი.

3.გადაასხით წყალი. ნიორს მოასხით რძე. ისევ წამოადუღე და მოხარშეთ 5 წუთი. გადაასხით ცხელი რძე და ჩაანაცვლეთ ახლით.

4.წამოადუღეთ და მოხარშეთ 15 წუთი. გადაასხით რძე, ნიორს მოასხით ნაღები, დატოვეთ დაბალ ცეცხლზე.

5.მოაყარეთ მარილი და მოურიეთ. გადაიტანეთ ბლენდერში, დააქუცმაცეთ ნაღებთან ერთათ. თუ ბარხატისებური კონსესტენციის მიღება გინდათ, მაშინ დამატებით უნდა გამოწუროთ.

დაუმატეთ პაპრიკა, მწვანილი და მოურიეთ. უგემრიელესი პიურე მზად არის, გემრიელად მიირთვით!