გამომცხვარი თევზი: 5 ყველაზე საინტერესო რეცეპტი

2509

თევზის გარეშე სრულყოფილი კვების რაციონის წარმოდგენა ძნელია. ეს პროდუქტი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ღირებული და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. თევზის მომზადება სხვადასხვა გზით შეგიძლიათ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და გემრიელი ვარიანტი მისი ღუმელში გამოცხობაა.

ჩვენ გთავაზობთ გამომცხვარი თევზის ფილეს 5 რეცეპტს. ეს იდეალური მეთოდია მათთვის, ვინც ჯანსაღი კვების მიმდევარია, ასევე სახლში მომზადებული კერძების მოყვარულთათვის, რომლებსაც არ აქვთ დრო რთული კერძების მოსამზადებლად.

რეცეპტები ძირითადად ერთმანეთის მსგავსია, მაგრამ განსხვავდებიან იმ დეტალებით, რომლებიც კერძს სხვადასხვა გემოს ანიჭებენ. გამომცხვარი თევზი არის ის, რაც ყოველთვის დაამშვენებს ოჯახურ სადილს ან სადღესასწაულო სუფრას.

თევზი “ფრანგულად”

ინგრედიენტები

  • 500 გრ ფარგის ფილე (ან სხვა ნებისმიერი თეთრი თევზის)
  • 1 ც პომიდორი
  • 1 ს.კ. ნატურალური იოგურტი
  • 75 გრ უცხიმო ყველი
  • მარილი, პილპილი, მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესი

დაჭერით თევზი პატარა ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი, პილპილი და გააჩერეთ 15-20 წუთით. დაჭერით პომიდორი რგოლებად, ყველი წვრილად გახეხეთ. საცხობ ფორმაში მოათავსეთ თევზი, ზემოდან პომიდორი დაალაგეთ. შემდეგ წაუსვით იოგურტი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და დაჭრილი მწვანილი. გამოაცხვეთ ღუმელში 30-40 წუთით.

თეთრი თევზი სოუსითა და ბოსტნეულით

ინგრედიენტები

  • 500 გრ ვირთევზას ფილე (ან სხვა თეთრი თევზი)
  • 1 ც პომიდორი
  • 1 ც წითელი პილპილი
  • 1 ც ლაიმი
  • 1/2 ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • მარილი, დაფქული თეთრი პილპილი, კურკუმა გემოვნებით
  • ოხრახუში, ბაზილიკა, როზმარი

მომზადების წესი

გაუკეთეთ პომიდორს ჯვარედინი ჭრილები, მოათავსეთ მდუღარე წყალში რამდენიმე წუთით, შემდეგ კი ცივი წყალში მოათავსეთ. მოაშორეთ კანი და თესლი. წვრილად დაჭერით პომიდორი და პილპილი, დააბლენდერეთ ხახვი, ნიორი, ბაზილიკა და ოხრახუში.

მოამზადეთ სოუსი. ხახვი და ნიორი მოათავსეთ ტაფაზე, დაუმატეთ 3 ს.კ. წყალი, პომიდორი, ბაზილიკა, ოხრახუში, მარილი, კურკუმა და პილპილი. ზემოდან ლაიმის წვენი მოასხით, მოურიეთ და მოთუშეთ 5-6 წუთით.

გარეცხილი და გამშრალი თევზის ფილე მოათავსეთ საცხობ ფორმაში. ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ სოუსი, მოაყარეთ როზმარინი (სურვილისამებრ). მოათავსეთ თევზი ღუმელში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.

ტილაპია ნივრითა და ლიმონით

ინგრედიენტები

  • 1 ტილაფიის ფილე
  • 50 გრ კარაქი
  • 1/3 ლიმონი
  • მწიკვით ხმელი ნიორი
  • მარილი გემოვნებით
  • 1 მუჭა წვრილად დაჭრილი ოხრახუში ან კამა

გარეცხეთ ფილე და ქაღალდის ხელსახოცით გაამშრალეთ. მოაყარეთ მარილი და ნიორი. მოათავსეთ თევზის ფილე საცხობ ფორმაში ან ფოლგაში. კარაქი დაჭერით პატარა ნაჭრებად და ფილეზე დაალაგეთ.

გამოაცხვეთ თევზი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15-20 წუთით. ამ დროის განმავლობაში დაჭერით ლიმონი წრეებად, წვრილად დაჭერით ოხრახუში ან კამა. მოათავსეთ ფილეს ზედაპირზე და გამოაცხვეთ დამატებით 5-7 წუთით.

ვარდისფერი ორაგული არაჟნისა და სოკოს სოუსით

ინგრედიენტები

  • 1 ც ორაგული
  • 200 გრ სოკო
  • 2 ც ხახვი
  • 5 ს.კ. არაჟანი
  • 100 მლ რძე
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • 1 ც ლიმონი
  • მარილი, პილპილი, სანელებლები გემოვნებით
  • 1 კონა მწვანილი

დაჭერით თევზი ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი, პილპილი და მოასხით ლიმონის წვენი. გააჩერეთ 15-20 წუთით. მოამზადეთ სოუსი. უმჯობესია გამოიყენოთ ტყის სოკო (ახალი ან გაყინული), მოხარშეთ იგი.

დაჭერით ხახვი კუბებად და შეწვით, შემდეგ დაუმატეთ სოკო. შეურიეთ ერთმანეთს რძე და არაჟანი და დაუმატეთ შემწვარ სოკოს. მოაყარეთ მარილი, პილპილი, სანელებლები  სურვილისამებრ (კარი, ხმელი სუნელი ან სხვა) და მწვანილი. მოურიეთ, მაგრამ ბოლომდე არ მოადუღოთ.

თევზი მოათავსეთ საცხობ ფორმაზე, მოასხით სოუსი და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით. შემდეგ მოაყარეთ გახეხილი ყველი და კვლავ გამოაცხვეთ 15-20 წუთით.

გამომცხვარი თევზი მდოგვით

ინგრედიენტები

  • 500 გრ თეთრი თევზის ფილე
  • 2 ს.კ. მდოგვი (სასურველია არ იყოს ცხარე)
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

გარეცხეთ თევზი ცივ წყალში და გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით. წაუსვით ფილეს ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი და პილპილი ორივე მხარეს. ზემოდან თხელ ფენად წაუსვით მდოგვი.

საცხობ ლანგარზე დააფინეთ ფოლგა და მასზე მოათავსეთ თევზი. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15-20 წუთით.

ამ მეთოდებით მომზადებული თევზი ძალიან წვნიანი და გემრიელია, გარდა ამისა, თითოეული მათგანი საკმაოდ მარტივად მზადდება.