ბურთები შესქელებული რძით – გემრიელი, მარტივი და სწრაფად მოსამზადებელი ტკბილეული

1119

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გიზიარებთ მარტივი დესერტის რეცეპტს. ბურთები შესქელებული რძით ძალიან ლამაზი და გემრიელი დესერტია, რომელიც ზედმეტი ხარჯის გარეშე სწრაფად შეგიძლიათ მოამზადოთ ჩაიზე მისაყოლებლად ან მოულოდნელი სტუმრის გასამასპინძლებლად. მზა ბურთები სუფრაზე შინაურული შესქელებულ რძესთან ერთად გაიტანეთ ან უბრალოდ თითოეულ ბურთს შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.

მცენარეულ ზეთში შეწვით საშუალო ცეცხლზე, რომ ბურთები ერთმანეთს არ მიეკვრას და შიგნით უმი არ დარჩეს.

ინგრედიენტები:

  • 250 გრ ფქვილი
  • 0,5 ქილა შესქელებული რძე
  • 1 კვერცხი
  • 0,5 ჩ/კ სოდა
  • 0,5 ჩ/კ ძმარი
  • 250 მლ მცენარეული ზეთი

მომზადება:

  1. შესქელებული რძე და კვერცხი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  2. სოდა, ჩამქრალი ძმარი დაუმატეთ და აურიეთ.
  3. ნაწილ–ნაწილ გაცრილი ფქვილი დაუმატეთ. რბილი, მოქნილი და ცოტა წელვადი ცომი უნდა გამოვიდეს.
  4. სველი ხელებით ცომიდან ნიგვზის ზომის ბურთები გააკეთეთ.
  5. გახურებულ ზეთში მომზადებამდე შეწვით.
  6. მზა ბურთები ქაღალდის პირსახოცზე გადაიტანეთ, შემდეგ თეფშზე და შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.
  7. გემრიელად მიირთვით!