მარტივი და ძალიან გემრიელი ნამცხვარი.
ცომი ფაფუკი და ნაზია. არაჟნის კრემი კი საოცრად უხდება მას.
ინგრედიენტები
ცომისთვის
- ხორბლის ფქვილი 150გ
- წყალი 125მლ
- რძე 125მლ
- კარაქი 100გ
- შაქარი 1 ჩაის კოვზი
- კვერცხი 4 ცალი
- მარილი მწიკვი
- ვანილი 1 ჩაის კოვზი
კრემისთვის
- შაქარი 70გ
- არაჟანი 25% 200გ
- კვერცხი 1 ცალი
- კარაქი 150გ
- ხორბლის ფქვილი 1 სუფრის კოვზი
- ვანილი 1 ჩაის კოვზი
მომზადება
- ქვაბში მოათავსეთ ფქვილი, შაქარი და ვანილი.
- მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- დაუმატეთ არაჟანი, მოურიეთ და დადგით ცეცხლზე.
- დაბალ ცეცხლზე ურიეთ განუწყვეტლივ, გაასქელეთ კრემი.
- მზა კრემი გადაიტანეთ ჯამში, დააფარეთ თავზე პაკეტი(ისე, რომ ეხებოდეს კრემს).
- გადადგით გვერდზე გასაგრილებლად.
- ახლა კი მოვამზადოთ მოხარშული ცომი.
- ღრმა ქვაბში მოათავსეთ კარაქი, დაასხით რძე და წყალი.
- დაუმატეთ შაქარი, ვანილი და მარილი.
- მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურიეთ და მიიღვანეთ დუღილამდე.
- როცა მასა წამოდუღდება, მოაყარეთ ფქვილი და ინტენსიურად ურიეთ.
- მზა ცომი დააბურთავეთ და მოათავსეთ ჯამში.
- ჩატეხეთ კვერცხი (რიგ-რიგობით).
- განუწყვეტლივ ურიეთ ცომს.
- ცომი ჩაასხით საკონდიტრო ტომარაში.
- ტომრის მეშვეობით პერგამენტით ამოფენილ ფორმაზე გადაიტანეთ ცომი.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.
- დარბილებული კარაქი ათქვიფეთ მიქსერით 5 წუთის განმავლობაში.
- გაგრილებულ კრემს თანდათან დაუმატეთ კარაქი.
- გააგრძელეთ თქვეფა. კრემი მზად არის.
- ნამცხვარი ამოავსეთ კრემით.
- მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
გემრიელად მიირთვით!