ბრძნული იდეები კატლეტის ღუმელში გამოსაცხობად

2640

დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ კატლეტის გამოცხობის ხელოვნებაზე.

ღუმელში გამომცხვარ კატლეტს, აქვს განსხვავებული გემო და არომატი, ის ასევე არის უფრო წვნიანი და რბილი, ტაფაზე შემწვართან შედარებით.

მოამზადეთ ჩვენი რეცეპტით და თქვენ სამუდამოდ დაივიწყებთ სხვა რეცეპტებს.

როგორ მოვამზადოთ კატლეტი ღუმელში

ეს კერძი ძალიან კარგია დიეტისთვის, რადგან მის შესაწვავად არ დაგჭირდებათ კარაქი. კიდევ ერთი დადებითი მარე: ერთ ფირფიტაზე შეგიძლიათ შეწვათ მტელი ოჯახისთვის სამყოფი ულუფა 15-20 ცალი კატლეტი. ასევე ღუმელში მათი გამოცხობა სოუსთან ერთადაც შეგიძლიათ.

ინგრედიენტები

  • 200გ საქონლის ხორცი
  • 300გ ღორის ხორცი
  • 1 ხახვი
  • 2 საშუალო კარტოფილი
  • 2 კვერცხი
  • 3 კბილი ნიორი
  • 0,5 ჩიქა რძე
  • 3 ნაჭერი თეთრი პური
  • მწვანილი გემოვნებით
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • 200მლ უცხიმო არაჟანი სოუსისთვის (სურვილისამებრ)

მომზადება

1.ხორცი და ხახვი დაჭერით, შემდეგ გამოატარეთ ხორცსაკეპში.

2.გახეხეთ კარტოფილი წვრილად (ის კატლეტს გახდის მეტად წვნიანს).

3.ფარშს დაუმატეთ კარტოფილი, კვერცხი, დაჭრილი ნიორი, დაამარილეთ და მოაყარეთ წიწაკა. მოურიეთ.

4.პურს დაასხით რძე და აქციეთ ფაფად ბლენდერის მეშვეობით.

5.ფარშს დაუმატეთ პურის ფაფა და დაჭრილი მწვანილი. თუ ის გამოგივათ თხელი, შეგიძლიათ დაუმატოთ ფქვილი და მანი.

6.დიასახლისების უმეტესობა უძველესი მეთოდებით ამზადებს: მოურიეთ მასას, ფარშს მიეცით კატლეტის ფორმა, გააცხელეთ ზეთი – და დაიწყეთ: იმ წამსვე იწყებენ კატლეტის შეწვას! მაგრამ უკეთესი შედეგისთვის ფარში 1 საათით შეინახეთ მაცივარში. მაშინ ის გახდება მეტად ერთგვაროვანი, კარგად შეინარჩუნებს ფორმას და მეტად აითვისებს სანელებლების გემოს.

7.ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. ფირფიტა ამოფინეთ პერგამენტის ქაღალდით, წაუსვით ზეთი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ფოლგა (ამ შემთხვევაში ის 5 წუთით უფრო სწრაფად მომზადდება).

8.დაისველეთ ხელი და ფარშს მიეცით კატლეტის ფორმა.

9.ფორმირებული კატლეტები მოათავსეთ პერგამენტიან ფირფიტაზე. გამოაცხვეთ 30-40 წუთი გადმობრუნების გარეშე.

10.კატლეტების დასარბილებლად შეგიძლიათ მოამზადოთ სოუსი. ძალიან ბევრი ვარიანტია. ჩვენ გთავაზობთ სოუსს, რომლის მთავარი ინგრედიენტი არაჟანია.

ჭიქა უცხიმო არაჟანს დაუმატეთ დაჭრილი ნიორი და ცოტა წყალი. ეს სოუსი ფირფიტას მოასხით კატლეტების სრულ მომზადებამდე 5-10 წუთით ადრე.

11.სულ ეს იყო, ღუმელში გამომცხვარი წვნიან კატლეტები მზად არის. გემრიელად მიირთვით!

რჩევა რედაქციისგან

თუ თქვენი ფარში ძალიან მშრალია, მას შეგიძლიათ დაუმატოთ 1-2 კოვზი ცხიმიანი ნაღები ან ორი ცალი ათქვეფილი უმი კვერცხი. კიდევ ერთი საიდუმლო წვნიანი კატლეტების – ამისათვის მას დაუმატეთ კარაქი ან ყინულის კუბიკები. თერმო დამუშავების შემთხვევაში ისინი დაიწყებენ ლღვობას, ამიტომაც კატლეტები არავითარ შემთხვევაში არ გამოვა მშრალი.

ამ კერძის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ 1 საათი, მაგრამ ამ დროის 40 წუთი თქვენთვის იქნება თავისუფალი, სამუშაოს დიდ ნაწილს შეასრულებს ღუმელი. კალორიულობის თვალსაზრისით (სოუსის გარეშე) 100გ გამოდის 200-250 კალორია, რაც 50% უფრო ცოტაა ზეთში შემწვარტან შედარებით (290-300).