ბრინჯი ქათმის გულებთან: ნამდვილი შედევრი მარტივი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან

1844

ვახშმის წინ ყოველ ჯერზე ვფიქრობთ, რა მოვამზადოთ სწრაფად, გემრიელიც რომ იყოს და არც თუ ისე კალორიული. ამ აღწერაში ხშირად ხვდება კერძები, რომლებიც ან სასარგებლო არ არის, ან ძვირად ღირებულია, ან ოჯახს არ მოსწონს.

დღეს “გასტრონომიას” რედაქციამ მოამზადა ბრინჯისა და ქათმის გულების რეცეპტი. ის არამხოლოდ აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, არამედ, სრულიად დამსახურებულად გახდება თქვენი ოჯახის საყვარელი კერძი. სცადეთ და თავად დარწმუნდით!

ინგრედიენტები

  • 500 გრ ქათმის გულები
  • 300 გრ ბრინჯი
  • 250 გრ მწვანე ლობიო
  • 1 ც სტაფილო
  • 4 კბ ნიორი
  • 3 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 20 გრ ჯანჯაფილი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გარეცხეთ და გაასუფთავეთ ქათმის გულები.

2. გათალეთ და დაჭერით თხლად სიგრძეზე ჯანჯაფილი და სტაფილო. გაატარეთ ნიორი.

3. ღრმა ტაფაში ზეთში მოთუშეთ ქათმის გულები და ჯანჯაფილი, 5 წუთში დაამატეთ სტაფილო და ლობიო, თუშეთ კიდევ 5 წუთი, დაამატეთ სუნელები, ნიორი, სოიოს სოუსი და კარგად მოურიეთ.

4. დააყარეთ ლობიო, დაასხით წყალი ისე, რომ ინგრედიენტები 1-2 სმ-ით დაფაროს. დააფარეთ თავსახური და დატოვეთ ნელ ცეცხლზე 30 წუთით. შემდეგ მოურიეთ ყველა ინგრედიენტს და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 10-15 წუთით.

მიირთვით მზა კერძი კეტჩუპთან ან სხვა საყვარელ სოუსთან, ან მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი. ეს კერძი შესანიშნავია ბავშვებისთვის, ან მათთვის ვინც დიეტას იცავს. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!