ქათმის ბარკლები ბრინჯით – ერთ-ერთი იმ კერძთაგანია, რომელიც ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება. უბრალოდ, საჭიროა ქათმის წინასწარ დამარინადება. მარინადისთვის კი საუკეთესოა საყვარელი სუნელებით შეზავებული არაჟანი, ან შინ მომზადებული მაიონეზი.
ამგვარად შესაძლებელია ქათმის ფილეს შეწვაც. დაჭერით საშუალო ნაჭრებად, წინასწარ დაამარინადეთ სოიოს სოუსში უმარილოდ, რათა ხორცი მშრალი არ გამოვიდეს.
ინგრედიენტები:
- სტაფილო 4 ც
- ბრინჯი 2 ჭიქა
- არაჟანი 2 ს.კ.
- დაფქული შავი პილპილი 0,5 ჩ.კ.
- წყალი 3 ჭიქა
- ხახვი 2 ცალი
- ქათმის ბარკალი 800 გრ
- კარი 0,5 ჩ.კ.
- მზესუმზირის ზეთი 3 ს.კ.
- მარილი გემოვნებით
მომზადება
- არაჟანს დაუმატეთ მარილი, კარი, პილპილი და კარგად მოურიეთ. დაასხით მიღებული მასა ბარკალს და გააჩერეთ 30 წუთი.
- დაჭერით წვრილად ხახვი, გახეხეთ სტაფილო, მოთუშეთ ბოსტნეული ზეთიან ტაფაზე.
- მოათავსეთ ხახვი და სტაფილო საცხობ ღრმა ფორმაში. ზემოდან მოაყარეთ ბრინჯი, დაასხით წყალი. დაალაგეთ ბარკლები.
- დააფარეთ საცხობ ფორმას ფოლგა და შედგით აირღუმელში 60 წუთით. ტემპერატურა 180-200 გრადუსი უნდა იყოს. მომზადებამდე 10 წუთით ადრე მოაცილეთ ფოლგა.
რჩევა მათთვის, ვისაც პიკანტური გემოები უყვარს: სანამ საცხობ ფორმას ღუმელში მოათავსებთ, ბრინჯში ორი კბილი გაუფცქვნელი ნიორი ჩადევით. მადისაღმძვრელი ბარკლების რეცეპტი კი აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებს!