ბრინჯისგან რძის მომზადების ინსტრუქცია

1394

ჩემს მეგობარს ლაქტოზაზე ალერგია აქვს, სწორედ ამიტომ, იგი რძეს ბრინჯისგან ამზადებს. ბრინჯის რძე ძროხის რძის შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც არ ჭამს ცხოველურ ნაწარმს ეთიკური ან სხვა მიზეზით.

ბრინჯის რძე შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, მაგალითად, უჯერ ცხიმოვან მჟავებს, ბოჭკოებს, ნახშირწყლებს, B ჯგუფის ვიტამინებს, აგრეთვე მაგნიუმს, კალიუმს, რკინას, სპილენძს, იოდსა და თუთიას. 100 მლ სასმელის კალორიული შემცველობა მერყეობს 50-150 კალორიამდე, ეს დამოკიდებულია ბრინჯის კონცენტრაციასა და ნაირსახეობაზე, ასევე, მის მოსამზადებლად გამოყენებულ დანამატებზე.

ბრინჯის რძე ასევე აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. მისგან სახის ნიღბების გაკეთება დავიწყე და ჩემი კანი ერთ კვირაში ბევრად უკეთესი გახდა!

დღეს გასწავლით, როგორ მოამზადოთ ბრინჯის რძე. სასმელი შეგიძლიათ ქილებში ჩაასხათ, მაცივარში შეინახოთ და რამდენიმე დღის განმავლობაში გამოიყენოთ.

როგორ მოვამზადოთ ბრინჯის რძე

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა ბრინჯი
  • 4 ჭიქა წყალი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 0,5 ჩ.კ. ვანილი

მომზადების წესი

1. გარეცხეთ ბრინჯი და ჩაყარეთ ღრმა თასში, დაასხით წყალი ისე, რომ ბრინჯი მთლიანად დაიფაროს და გააჩერეთ 3-5 საათის განმავლობაში (უმჯობესია მთელი ღამით).

2. დილით ბრინჯისგან წყალი გადაღვარეთ და ბრინჯი ბლენდერში გადაიტანეთ, დაასხით 4 ჭიქა გადადუღებული ცივი წყალი. დაუმატეთ შაქარი (ან ნებისმიერი სხვა დამატკბობელი გემოვნებით) და ცოტაოდენი ვანილი (სურვილისამებრ).

3. დააბლენდერეთ ბრინჯი 4-7 წუთის განმავლობაში. დაბლენდერებული ბრინჯს სქელი ნაღების მსგავსი კონსისტენცია უნდა ჰქონდეს.

4. შემდეგ სითხე უნდა გაწუროთ. ამისთვის, ჭურჭელს მარლა ან სითხის გამტარი ნაჭერი გადააფარეთ და ბლენდერიდან გადაღვარეთ მასში სასმელი. შემდეგ კარგად გაწურეთ მასში დარჩენილი ნაწილი.

5. სულ ესაა, ბრინჯის რძე მზადაა.

6. ბრინჯის რძის მოსამზადებლად კიდევ ერთი ვარიანტი არსებობს, რომელიც თერმულ დამუშავებას გულისხმობს. ამისთვის ბრინჯი უნდა შეწვათ საშუალო ცეცხლზე, სანამ ოქროს ფერს არ მიიღებს. შემდეგ, როგორც პირველ ვარიანტში, ჩაალბეთ ბრინჯი მთელი ღამით.

7. დილით გადაღვარეთ წყალი და კიდევ ერთხელ კარგად გარეცხეთ ბრინჯი. გადაიტანეთ ბრინჯი ბლენდერში, დაუმატეთ 2 ჭიქა წყალი და დააფქვიეთ 5 წუთის განმავლობაში. გადაღვარეთ ნაზავი ქვაბში, მოადუღეთ საშუალო ცეცხლზე, მუდმივად მოურიეთ, სანამ ნაზავი კარგად არ გასქელდება. გადმოდგით ცეცხლიდან, მაგრამ არ შეწყვიტოთ მორევა, თანდათან დაუმატეთ დარჩენილი წყალი.

8. გაწურეთ რძე, ჩაასხით ქილებში და დაახურეთ მჭიდრო თავსახური. დამატკბობელის სახით შეგიძლიათ თაფლი გამოიყენოთ. ბრინჯის რძე შეინახეთ მაცივარში, 4-5 დღის განმავლობაში. სანამ დალევდეთ, კარგად შეანჯღრიეთ.

ბრინჯის რძით შეგიძლიათ მოამზადოთ ნამცხვრები, კრემები ტორტისთვის, ცომი ბლინებისთვის და კოქტეილები.

რეკომენდებულია დღეში 1-2 ჭიქა რძის მიღება.