ბოშური პური, რომელიც ოჯახს ძალიან მოსწონს

875

ბოშური სამზარეულო ძალიან ორიგინალურია, ალბათ ყველა დამეთანხმება.

პური ხახვით

ინგრედიენტები

  • 500გ ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 350მლ წყალი
  • 11გ მშრალი საფუარი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 50მლ მცენარეული ზეთი
  • 1 ხახვი

მომზადება

1.გააცხელეთ წყალი, მასში გახსენით სოდა და შქარი, დაელოდეთ 5 წუთი. ამასობაში გაცერით ფქვილი მარილთან ერთად.

2.გაასუფთავეთ ხახვი და დაჭერით წვრილ კუბიკებად, შემდეგ შეწვით ზეთში. ხახვი უნდა დაემსგავსოს ხრშუნა ჩიფსს, მაგრამ არ დაგეწვათ.

3.ღრმა ჯამში მოათავსეთ ფქვილი გახსნილ საფუართან და ხახვთან ერთად. მოზილეთ ცომი.

4.დააფარეთ პაკეტი და თბილ ადგილას მოათავსეთ 45-60 წუთი.

ამოსული ცომი მოათავსეთ ფორმაში, რომელიც ცხიმით უნდა იყოს დამუშავებული.

5.ცომს აცადეთ ფორმაში ამოსვლა, მანამდე ღუმელი 200 გრადუსზე გაახურეთ.

გამოაცხეთ პური 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!