10 წუთში ვამზადებ მსუბუქ დესერტს ზეფირით და კივით

100

არ გსურთ ღუმელთან შეხება და ლოდინი, სანამ ტკბილი კერძი მაცივარში გამაგრდება? მოამზადეთ სწრაფი დესერტი ზეფირით და კივით, რომელსაც ცხობა და ჟელატინის გამოყენება არ სჭირდება. საკმარისია, ფიალაში ან ლამაზ ბოკალში შეურიოთ სამი ძირითადი ინგრედიენტი და საოცარი დესერტი მზადაა!

შაქრის დამატება საჭირო არაა. მის ფუნქციას ზეფირი შეასრულებს. დესერტს მსუბუქ სიმჟავეს მატებს კივი, ამიტომ კარგი არჩევანია. ასე დესერტი არა მოსაწყენი, არამედ საინტერესო გამოდის. ამ ინგრედიენტებს აერთიანებს არაჟანი, რომელიც დესერტს სიმსუბუქეს და სინაზეს მატებს. ამ ტკბილეულისთვის გირჩევთ 15-20%–იან რძემჟავა პროდუქტს, რომ მაქსიმალურად მდიდარი გემო და ნაზი კონსისტენცია მიიღოთ.

როგორ მოვამზადოთ სწრაფი დესერტი ზეფირით

ერთი პორცია ტკბილი კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ზეფირი. 2 ცალი საკმარისია. მთავარია, სრულფასოვანი ზეფირი გამოიყენოთ, რომელიც ნახევრებისგან შედგება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭირო სიტკბოს მისაცემად საკმარისი არ იქნება.

ინგრედიენტები:

  • 2 ზეფირი
  • 2 კივი
  • 4 ს/კ არაჟანი

მომზადების წესი:

1. ზეფირი შუაზე გაყავით. 1 სმ სისქის კუბებად დაჭერით.

2. კივი გათალეთ და კუბებად დაჭერით.

3. ჯერ ფიალის ძირს ცოტა არაჟანი წაუსვით. ზეფირის ნახევარი გადაიტანეთ, ზემოდან ცოტა კივი დაყარეთ. არაჟანი წაუსვით.

4. დარჩენილი ზეფირი და ხილი დაუმატეთ. ზემოდან არაჟანი წაუსვით. მზადაა!

მზა დესერტი კივის ნაჭრებით ან წვრილად გახეხილი შოკოლადით მორთეთ. ნაყინის მსგავსი კონსისტენცია რომ ჰქონდეს, 20 წუთი მაცივარში შეინახეთ. ხილის დესერტი მომზადებისთანავე შეგიძლიათ მიირთვათ. ამ შემთხვევაში ზეფირის ნაჭრები უფრო მკვრივი იქნება, რადგან არაჟანში დაშლას ვერ მოასწრებს. დესერტს კივის ნაცვლად ანანასი ან კენკრა შეგიძლიათ დაუმატოთ. მარწყვი, ჟოლო, მოცხარი, მაყვალი, ასევე ალუბალი ზეფირის დესერტისთვის იდეალური ინგრედიენტია. ასე დესერტს საჭირო სიმჟავეს შემატებთ და უფრო გემრიელს გახდით.