ბლინის ტორტი შოკოლადით და ბანანით

1192

ასეთი მარტივი ტორტის რეცეპტი მეორე არ არსებობს!

ბლინის ტორტი – დესერტების მეფეა!

ინგრედიენტები

  • ბლინი 15 ცალი
  • ნუტელა 300გ
  • ყველი მასკარპონე 350გ
  • ნაღები 75მლ
  • ბანანი 3 ცალი
  • შავი შოკოლადი 150გ
  • თეთრი შოკოლადი 150გ
  • კენკრა გემოვნებით

მომზადება

1.ათქვიფეთ მასკარპონე ნაღებთან ერთად. ბლინები მოათავსეთ ჯამში. ქვედა ბლინს წაუსვით მიღებული მასა.

2.ცალ-ცალკე წაუსვით შოკოლადის პასტა და მასზე გადაანაწილეთ ბანანი. გადაახვიეთ ბლინი და დაალაგეთ ისე, როგორც ფოტოზეა.

3.წაუსვით კრემი, დააფარეთ ბლინი და ისევ წაუსვით კრემი. გაიმეორეთ იგივე.

4.კუთხეები შეუკეცეთ და დააფარეთ ბლინი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კუთხეებს. გადმოაბრუნეთ დესერტი.

5.პლასტმასის ბოთლით გადაჭერით და მასში ჩაასხით შავი და თეთრი შოკოლადი. ამოაპირქვავეთ დესერტზე ბოთლი.

6.გააფორმეთ გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით!