ბიუჯეტური კერძი, რომელიც ძალიან გავს ლაბასხმულს და ძეხვს

411

როგორ მოვამზადოთ სალტისონი სახლის პირობებში? ეს უგემრიელესი ცივი კერძია. მოვიდა ჩვენთან იტალიიდან და შეგვაყვარა თავი.

სადღესასწაულო მაგიდისთვი ნამდვილად კარგი არჩევანია. ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ, ამიტომ სკოლაშიც ვატან სენდვიჩის სახით.

ინგრედიენტები

  • 300გ ქათმის გული
  • 300გ ქათმის კუჭი
  • 30გ ჟელატინი
  • 200-300გ ქათმის ფილე
  • 300გ ქათმის ღვიძლი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 0,5 ჩაის კოვზი დაფქული წიწაკა
  • 1 სუფრის კოვზი სანელებლები
  • 30გ ჟელატინი

მომზადება

1.დაჭერით შიგნეულობა.

2.მოათავსეთ ჯამში, მოაყარეთ მარილი და წიწაკა საყვარელ სანელებლებთან ერთად.

3.დაუმატეთ 30გ ჟელატინი.

4.მოურიეთ და დატოვეთ 20 წუთი.

5.ამასობაში მოამზადეთ ფორმა, რომელშიც მასა მოიხარშება. მე ვიყენებ წვენის ლიტრიან შეფუთვას.

6.ამოავსეთ ჭურჭელი ხორცით.

7.აირჩიეთ ქვაბი, რომელშიც მარტივად მოთავსდება. აავსეთ წყლით ისე, რომ თითქმის გაუტოლდეს ხორცს.

8.აადუღეთ წყალი და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე 2 საათი.

9.რათა ხორცი თანაბრად მომზადდეს დააფარეთ თეფში.

10.მზა ხორცი 6 საათი გააგრილეთ მაცივარში.

11.მიღებული სალიტონი დაჭერით.

გემრიელად მიირთვით!