ბისკვიტისებური ხილის ტორტი

1566

ლამაზი, გმრიელი, რბილი და ნაზი ბისკვიტისებური-ხილის ტორტი მარტივად მზადდება და ძალიან მალე იჭმევა. ის ძალიან მოუხდება სადღესასწაულო მაგიდას. რბილი არაჟნის კრემი ძალიან უხდება ხილს.

ამ ტორტის შიგთავსში არსებული ხილი შეგიძლიათ თქვენივე გემოვნებით შეცავლოთ და გაამლავარფეროვნოთ.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 4 ცალი
  • შაქარი 2 ჭიქა
  • ხორბლის ფქვილი 1 ჭიქა
  • ვანილი 1 ცალი
  • მწიკვი მარილი
  • ლიმონის მჟავა
  • არაჟანი 500მლ
  • ჟელატინი 40გ
  • წყალი 0,5 ჭიქა
  • კივი 2 ცალი
  • ბანანი 2 ცალი
  • ფორთოხალი 2 ცალი
  • მარწყვი 2 ცალი

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოტ ბისკვიტი. ამისათვის ცილა და გული გამოყავით ერთმანეთისგან, ცილა ათქვიფეთ მწიკვ მარილთან და ცოტაოდენ ლიმონის მჟავასთან ერთად. ათქვიფეთ ნელა, ქაფის გამოჩენამდე, ხოლო შემდეგ შეგიძლიათ მოუმატოთ სისწრაფეს, ბოლოს დაუმატეთ 0,5 ჭიქა შაქარი.

2.გული ათქვიფეთ ვანილთან და 0,5 ჭქა შაქართან, მანამ, სანამ არ გახდება ჰაეროვანი. მიღებულ მასას დაუმატეთ 1/3 ჭიქა ფქვილი. ამის შემდეგ ფრთხილად დაუმატეთ ცილა და დარჩენილი ფქვილის მასა, მოურიეთ.

3.ფორმის ძირი ამოფინეთ გამოსაცხობი ქაღალდით, კედლები და ძირი დაამუშავეთ ზეთით. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ 30 წუთი.

4.ბისკვიტი გადმოიტანეთ ფორმიდან, გააგრილეთ. შემდეგ მოაჭერით 1სმ ძირი და დარჩენილი ნაწილი დაჭერით კუბიკებად.

5.ჟელატინი 30-40 წუთი ჩაალბეთ წყალში.

6.აიღეთ ფორმა ტორტისთვის, ამოფინეთ პაკეტით. ლამაზად დაჭერით ხილი და მოათავსეთ ჭურჭლის კედლებზე. დარჩენილი ხილი დაჭერით კუბიკებად.

7.არაჟანი ათქვიფეთ შაქართან და ვანილთან, უნდა მიიღოთ კრემისებური მასა.

8.გააცხელეთ ჟელატინი, მაგრამ არ აადუღოთ. დაუმატეთ არაჟნის კრემს, ასევე დაუმატეთ დაჭრილი ხილი და დაჭრილი ბისკვიტი. მოურიეთ და ჩაასხით ტორტისთვის გამზადებულ ფორმაში, ხოლო ზემოდან ააფარეთ 1სმ ბისკიტის ძირი.

9.ტორტს გადააკარით პაკეტი და შეინახეთ მთელი რამით მაცივარში.

10.დილით ტორტი გადმოაპირქვავეთ თეფშზე ისე, რომ ხილი აღმოჩნდეს ზემოთ, მოაშორეთ პაკეტი და დააგემოვნეთ.

უმეტესობა ფიქრობს, რომ ზეთი ცომის ამოყვანის პროცესს აბრკოლებს, ამიტომაც მთლიეანი ფორმა შეგიძლიათ ამოფინოთ (ძირი და გვერდები) საცხობი ქარალდით.