ბეფსტროგანოვი – ყველაზე პოპულარული კერძი!

3552

“ბეფსტროგანოვი” არის საკმაოდ პოპულარული კერძი, რომელიც ბევრს უყვარს. ამ კერძის რეცეპტის ავტორი ფრანგი მზარეული ანდრე დიუპონია. დღეს სწორედ ამ პოპულარული კერძის რეცეპტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები:

  • 400 გ ღორის ან საქონლის ხორცი
  • 2 თავი ხახვი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1-2 ს/კ არაჟანი
  • კამა
  • სანელებლები
  • სოიოს სოუსი
  • პილპილი

მომზადების წესი:

  1. ხორცი დავჭრათ ღეროებად, გადავიტანოთ წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე, მოვაყაროთ სანელებლები და შევწვათ მაღალ ცეცხლზე 5-7 წუთის განმავლობაში.
  2. შემდეგ მოვაყაროთ ცოტაოდენი ფქვილი და გავაჩეროთ ცეცხლზე 1 წუთით. ნახევარრგოლებად დაჭრილი ხახვი დავუმატოთ ხორცს, დავასხათ სოიოს სოუსი და შევწვათ მომზადებამდე.
  3. შეწვამდე 5 წუთით ადრე დავუმატოთ არაჟანი, ნიორი, ავურიოთ და ვშუშოთ თავდახურულ ჭურჭელში. მომზადებული კერძი გადავიტანოთ თეფშზე და მოვრთოთ კამით.