ბებიის გამომცხვარი პეროგები ყველა ერთმანეთზე უკეთესია, მაგრამ ბარდის – მართლაც სამეფოა

1557

ჩვენ ისე მივეჩვიეთ ბარდის სტანდარტულ რეცეპტებს, რომ ვერ წარმოგვიდგენია მისი გამოყენება გარდა სალათების, წვნიანებისა თუ ღვეზელებისა. ამასთან, ბარდა კარტოფილზე ბევრად ნოყიერია და სასარგებლოც. ცილების რაოდენობით კი ხორცს უტოლდება. ბარდის პიურეს სახამებლისებრი სტრუქტურა აქვს და შესანიშნავია პეროგისთვის.

ხაჭოს ცომის ბარდის პეროგი სრულფასოვანი ვახშამი გახდება, არაფრით არ ჩამოუვარდება ხორცის პეროგს და შესანიშნავად ანაყრებს. “გასტრონომიას” რედაქცია გთავაზობთ ორ პერსონაზე გათვლილ რეცეპტს, თუმცა, შეგიძლიათ ინგრედიენტების რაოდენობა გაზარდოთ სურვილისამებრ.

ინგრედიენტები

  • 150 გრ ფქვილი
  • 100 გრ მშრალი ბარდა
  • 100 გრ ხაჭო
  • 1 კვერცხი
  • 0,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 100 გრ კარაქი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 2 კბ ნიორი
  • 0,5 ჩ.კ. სოდა
  • 1 ც ხახვი
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. ჩაალბეთ ბარდა მთელი ღამით. შემდეგ გადაასხით სითხე. დაასხით წყალი პროპორციით 1:2 და ხარშეთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, ფაფა რომ გამოვიდეს. დაუმატეთ მარილი და მოამზადეთ პიურე.

2. მოამზადეთ ცომი: ათქვიფეთ კვერცხი შაქართან და მწიკვ მარილთან. დაუმატეთ ხაჭო და სოდა, დასრისეთ და დაუმატეთ მდნარი კარაქი, კარგად მოურიეთ.

3. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და მოზილეთ ცომი. დაასვენეთ 30 წუთით.

4. დაჭერით ხახვი, მოთუშეთ და დაუმატეთ პიურეში გატარებულ ნიორთან და შავ პილპილთან ერთად.

5. გაყავით ცომი ორ ნაწილად. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, მოათავსეთ ერთი ნაწილი და გააბრტყელეთ ისე რომ კიდეებზეც ამოვიდეს. წაუსვით ბარდის მასა, ზემოდან დააფინეთ გაბრტყელებული ცომი, მოუჭირეთ კუთხეებს. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით.

ბარდის პიურეს მომზადება იოლია, მთავარია სხვა ინგრედიენტებთან სწორად შეახამოთ, რათა გაამრავალფეროვნოთ შიგთავსი. ცომი ნაზი გამოდის, ყველის გემო დაჰკრავს ოდნავ. ასეთს სქელი პიცის მოსამზადებლადაც იყენებენ. ბარდის კერძები იშვიათობაა ჩვენს დროს, მივიჩნევთ, რომ სრულიად დაუმსახურებლად. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!