ბებიაჩემის მეზობელმა თუთის მურაბის რეცეპტი მასწავლა, რომელიც თაფლზე ტკბილია

1056

თუ თქვენ ეძებთ ორიგინალური მურაბის რეცეპტს, მაშინ თუთა სწორედ ისაა რაც გჭირდებათ. მისი განსხვავებული გემო და არომატი ნამდვილად მოგეწონებათ.

ინგრედიენტები

  • 500გ თუთა
  • 500გ შაქარი
  • 1 ლიმონი
  • 1 ანისული

მომზადება

1.კარგად გარეცხეთ კენკრა. გადაიტანეთ თუშფალანგში, რათა დაიწრიტოს ზედმეტი სითხე.

2.მოაშორეთ ყუნწები.

3.თუთით აავსეთ ქვაბი, მოაყარეთ შაქარი.

4.დატოვეთ 1 საათი, რათა გამოიყოს წვენი.

5.აადუღეთ მასა საშუალო ცეცხლზე. მოხარშეთ 10 წუთი, პერიოდულად მოაშორეთ ნადები. დამიჯერეთ ნადების გარეშე უკეთ მოიხარშება და მეტხანს შეინახება.

ნადების რაოდენობა რომ შევამციროთ, მე ხარშვისას ცოტა კარაქს ვუმატებ. ეს მეთოდი მუშაობს!

6.გადმოიტანეთ ცეცხლიდან და დატოვეთ 4-5 საათი ოთახის ტემპერატურაზე.

7.დაუმატეთ ლიმონი და მოხარშეთ 10 წუთი. ისევ გადმოიტანეთ ცეცხლიდან.

8.ლიმონის წვენი მურაბას სიხასხასეს მიანიჭებს.

9.ამოიღეთ ლიმონის ნაჭრები მურაბიდან, ხოლო მურაბა ჩაასხით ქილებში. დააფარეთ თავსახური.

10.მურაბა გამოდის ძალიან გემრიელი და ნაზი.

გემრიელად მიირთვით!