როგან ჯოში – ბატკნის ხორცისგან მომზადებული ტრადიციული კერძია, ჩრდილოეთ კაშმირის რეგიონიდან.
ილი (elettaria candamomum) – ბალახოვანი მცენარე, იზრდება ინდოეთის ნახევარკუნძულზე. თესლს იყენებენ კულინარიაში, მის ზეთს კი კვების მრეწველობაში, მედიცინაში.
კარი – ინდური სანელებელი. კურკუმის, კორიადრის, კარდამონის, კამის, შავი პილპილის, წითელი წიწაკის, ზაფრანის, ქინძის, ძირასა და სხვა 30-მდე ხმელი სანელებლის ნაზავია. კარი ძირითადი კომპონენტია ხორცისა და პარკოსანი კულტურების.
ინგრედიენტები:
- 1 ს.კ. ქინძის თესლი
- 5 ს.კ. ხმელი წიწაკა
- 4 ს.კ. ერბო
- 2 შავი და 3 მწვანე ილის თესლი
- 2 დაფნის ფოთოლი
- 2 მიხაკი
- 1 დარიჩინის ჩხირი
- 2 ხახვი
- 2 კგ ბატკნის მჭლე ხორცი
- 4 კბილი ნიორი
- 1 ს.კ. კოჭა
- 1/2 ჩ.კ. რაპსის ზეთი
- 375 მლ წყალი
- 1/2 ჩ.კ. კურკუმი
- 1/2 ჩ.კ. დაფქული მუსკატის კაკალი
- 1 ჩ.კ. ხმელი ქინძი
- 3 მწიფე პამიდორი
- 130 მლ იოგურტი (უხილო, უშაქრო)
- 1 ჩ.კ. “გარამ მასალა”
- ქინძი
მომზადების წესი:
- ქინძის თესლი საშუალო ცეცხლზე 1-2 წთ მოხალეთ. როგორც კი სურნელს იგრძნობთ, დაუმატეთ დაფქული წიწაკა და კიდევ 20 წმ ხალეთ. გადაიტანეთ ქვასანაყში და ისე დანაყეთ, რომ ფხვნილად იქცეს.
- ერბოს სქელძირიან დიდ ტაფაში დაბალ ცეცხლზე გააცხელეთ და ილის თესლი, დაფნის ფოთოლი, მიხაკი და დარიჩინი მოშუშეთ.
- მათთან ერთად მოშუშეთ დაჭრილი ხახვიც. ცეცხლს აუწიეთ. ბატკნის ხორცი დაუმატეთ. დაბრაწეთ. შეაზავეთ მარილით.
- ამასობაში დაჭყლეტილი ნიორი, გახეხილი კოჭა და რაპსის ზეთი მომცრო ჯამში ერთგვაროვან მასად აქციეთ. მოასხით ბატკნის ხორცს, საშუალო ცეცხლზე ურიეთ, რომ კარგად ამოევლოს და ერთად მოიშუშოს. მოაყარეთ მომზადებული საკაზმები.
- დაუმატეთ წყალი, ქვაბს დაახურეთ და 30-40 წთ ადუღეთ, ვიდრე ხორცი მოიხარშება.
- შეამოწმეთ – თუ კერძი წყალს დაიშრობს, დაუმატეთ.
- შეაზავეთ ხმელი კურკუმით, ქინძით, დაფქული მუსკატის კაკალითა და წიწაკით. კიდევ 15 წუთი შუშეთ.
- პამიდორი მსხვილად დაჭერით და კერძს შეურიეთ. შემდეგ – იოგურტი და “გარამ მასალა”. გააგრძელეთ შუშვა 10-15 წთ, პერიოდულად ურიეთ. მორთეთ ქინძით. მიირთვით ცხელი.