ბანანისა და ხაჭოს დესერტი ცხობის გარეშე

81

დღეს ისეთ დესერტს მოვამზადებთ, რომელიც საერთოდ არ ავნებს ფიგურას. შეგიძლიათ თამამად მიირთვათ და გააგრძელოთ ზაფხლისთვის მზადება.

უნაზეს სუფლეს უმარტივესად ვამზადებ, რაც მტავარია ეკონომიური პროდუქტებისგან. ის ფაქტი, რომ ცხობა არ სჭირდება ძალიან ამარტივებს საქმეს.

ინგრედიენტები

  • ბანანი 2 ცალი
  • ხაჭო 400გ
  • რძე 300მლ
  • ჟელატინი 20გ
  • შაქარი 4 სუფრის კოვზი
  • რძიანი შოკოლადი გემოვნებით

მომზადება

1.გაასუფთავეთ ბანანი, დაჭერით და დაჭყლიტეთ. დაუმატეთ ხაჭო, მასა აქციეთ ერთგვაროვნად.

2.მოაყარეთ შაქარი და მოურიეთ.

3.გააცხელეთ რძე და დაუმატეთ ჟელატინი. მოურიეთ.

4.რძის მასა დაუმატეთ ხაჭოს მასას. მოურიეთ და ჩაასხით ჭიქებში.

5.შეინახეთ მაცივარში 2-3 საათი. მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი.

გემრიელად მიირთვით!