ბადრიჯნის სეზონს გახსნილად ვაცხადებ: 3 უმარტივესი რეცეპტი

728

აი დადგა ბადრიჯნის ნანატრი სეზონი. ეს ინგრედიენტი არცერთ კერძში არ არის ზედმეტი. აზიურ და ევროპულ სამზარეულოებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს ბოსტნეული.

ბადრიჯანი – ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია. ამიტამაც მე მას კერზებში ძალიან ხშირად ვიყენებ. დღეს ჩვენ 3 საუკეთესო კერძს გთავაზობთ ამ ინგრედიენტისგან, ასევე 5 გამოსადეგ ხრიკსად გაგაცნობთ.

როგორ ავარჩიოთ სწორად ბადრიჯანი

ყიდვისას დიდი ყურადღება მიაქციეთ მის ვიზუალს. კარგ ბადრიჯანს ქერქი უნდა უპრიალებდეს. ასევე უმჯობესია საშუალო ზომის ბოსტნეულს მიანიჭოთ უპირატესობა.

რა მოვიმოქმედოთ, რათა ბდრიჯანმა არ მიიღოს არასასიამოვნო გემო

სოლანინი, რომელსაც შეიცავს ბადრიჯანი, მას არასასიამოვნო გემოს ანიჭებს. რათა ეს მომენტი თავიდან ავირიდოთ, ბადრიჯანი მოათავსეთ მარილიან წყალში 20-30 წუთი.

შეიძლება თუ არა ბადრიჯნის გათლა

თუ თქვენ ამზადებთ ბადრიჯნის იკრას ან მის მოთუშვას აპირებთ, მაშინ მისი გათლა აუცილებელია. თუ ამ ბოსტნეულის გამოცხობას ან გრილზე შეწვას აპირებთ, მაშინ ქერქის მოშრება არ არის საჭირო.

ბადრიჯნის ზეთი

ბადრიჯანი ძალიან კარგად იწოვს ზეთს, ამიტომაც უმჯობესია ის მოამზადოთ ღუმელში, გრილზე ან ტაფაზე ზეთის ცოტა ზეთში. რათა ბადრიჯანმა არ შეიწოვოს ზეთი, ამოავლეთ ისინი ფქვილში და დაუმატეთ ცოტა მარილი.

რას უხდება ბადრიჯანი

ბადრიჯანს ძალიან უხდება ნიორი, ქინძი და ნიგოზი.

ბადრიჯნის იკრა

ინგრედიენტები

  • 6 პომიდორი
  • 4 ხახვი
  • 4 ყაბაყი
  • 8 საშუალო ბადრიჯანი
  • 2 სტაფილო
  • 1 თავი ნიორი
  • 4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • მარილი და წიწაკა
  • ქინძი

მომზადება

  1. წვრილად დაჭერით ხახვი და მოთუშეთ მცენარეულ ზეთში. დაუმატეთ გახეხილი სტაფილო. დააფარეთ თავზე და დაელოდეთ ცოტახანი.
  2. გახეხეთ ყაბაყი და დაუმატეთ ტაფაზე არსებულ მასას.
  3. ბადრიჯნი დაჭერით კუბიკებად და მოთუშეთ ცალკე ჭურჭელში, დაუმატეთ ორი კოვზი მცენარეული ზეთი.  შემდეგ დაუმატეთ პომიდორი.
  4. ყაბაყის მასას დაუმატეთ ბადრიჯანი და ნიორი ( გაატარეთ ხორცსაკეპში).
  5. მოაყარე მარილი, წიწაკა და ქინძი. გააგრილეთ.

ბადრიჯანი შიგთავსით რულეტის ფორმაში

ინგრედიენტები

  • 3 საშუალო ბადრიჯანი
  • 75გ ნიგოზი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1/2 პომიდორი
  • მწვანილი
  • მარილი

მომზადება

  1. დაჭერით ბადრიჯანი გრძლად. უმჯობესია სისქით 4-5მმ. მოაყარეთ მარილი და დატოვეთ 15 წუთი.
  2. გამოწურეთ, გარეცხეთ და გააშრეთ. შეწვით ბადრიჯანი გაცხელებულ ზეთში. შემწვარი ბადრიჯანი გადაიტანეთ ქარალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.
  3. მოვამზადოთ შიგთავსი. დააქუცმაცეთ ნიგოზი, დაუმატეთ ხორცსაკეპში გამოტარებული ნიორი და პომიდორი.
  4. ბადრიჯანზე მოათავსეთ შიგთავსი და დაახვიეთ რულეტისებურად.
  5. კერძი გააფორმეთ მწვანილით.

ბადრიჯანი ყველით

ინგრედიენტები

  • 4 საშუალო ბადრიჯანი
  • 150-170გ ყველი
  • 2 სუფრის კოვზი სქელი არაჟანი
  • მდოგვი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით ბადრიჯანი მრგვლად.
  2. გახეხეთ ყველი, არაჟანს დაუმატეთ მდოგვი.
  3. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ცოტა ზეთი. მოათავსეთ ბადრიჯანი, ზემოდან მოათავსეთ არაჯანი და მოაყარეთ ყველი.
  4. გამოაცხვეთ 20 წუთი 170-180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!