აჯიკის განსხვავებული რეცეპტი

1594

ახლა პომიდვრის გაგანია სეზონია და დროა, ზამთრის მარაგები მოვამზადოთ. აჯიკის უამრავი რეცეპტი არსებობს და ყოველ დიასახლისს საკუთარი აქვს. ჩვენ გთავაზობთ ძალიან მარტივ ვარიანტს.

ინგრედიენტები

  • 0,5 ჭ ზეთი
  • 250 გრ სტაფილო
  • 2 ც ცხარე წიწაკა
  • 0,25 ჭ მარილი
  • 250 გრ ბულგარული წიწაკა
  • 1,2 კგ პომიდორი
  • 250 გრ ვაშლი
  • 5 კბ ნიორი

მომზადება

  1. გარეცხეთ და დაასხით პომიდვრებს მდუღარე წყალი, გაჭერით შუაზე და მოაცილეთ კანი. გათალეთ ვაშლი, მოაცილეთ გული, გაჭერით 4 ნაწილად. გათალეთ და დაჭერით მცირე კუბებად სტაფილო. გაჭერით 4 ნაწილად ბულგარული წიწაკა, მოაცილეთ თესლები.
  2. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში პომიდორი, ბულგარული წიწაკა, სტაფილო და ვაშლი.
  3. წამოადუღეთ მასა, ნელ ცეცხლზე ხარშეთ 1 საათის განმავლობაში, ურიეთ დროდადრო. დაუმატეთ ზეთი და კიდევ 1 სთ ხარშეთ.
  4. გაფცქვენით და დაჭყლიტეთ ნიორი, დაჭერით ძალიან წვრილად ცხარე წიწაკა, დაუმატეთ აჯიკაში მარილთან ერთად, კარგად მოურიეთ და მოამზადეთ 30 წუთის განმავლობაში.
  5. გადაიტანეთ აჯიკა სტერილურ ქილებში, მოხუფეთ, გააცივეთ და შეინახეთ ცივ ადგილას.

მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!