ახლა გამომცხვარი კარტოფილი კიდევ უფრო შემიყვარდა. პორტუგალიური სამზარეულოს წარმოუდგენლად გემრიელი კერძი

2520

ცოტა ხნის წინ ვინმეს რომ ეთქვა, რომ კარტოფილის კერძით ვინმეს გაოცება შეიძლება, არ დავიჯერებდი. ეს ბოსტნეული ყოველი დიასახლისის სამზარეულოში მოიპოვება და მას სხვადასხვა კერძებში იყენებენ: შემწვარი, მოხარშული, სალათებში, ხორცთან და ა.შ. მაგრამ ამ სახით კარტოფილი ნამდვილად არ გაგისინჯავთ.

კარტოფილი პორტუგალიურად როზმარინით და ზეითუნის ზეთით – იმდენად გემრიელი საჭმელია, რომ ერთი ულუფა საკმარისი ნამდვილად არ არის. პორტუგალიის რესტორნებში მას ხორცთან ან თევზთან მიართმევენ, მაგრამ ის თავისთავად როგორც დამოუკიდებელი კერძი, ძალიან გემრიელია.

ინგრედიენტები

  • 8 ც კარტოფილი
  • 4კბილი ნიორი
  • 40 მლ ზეითნის ზეთი
  • 30 გრ კარაქი
  • 2 ჩ.კ. როზმარინი
  • ზღვის მარილი გემოვნებით

მომზადება

1. გარეცხეთ კარტოფილი, მოხარშეთ და გააცივეთ.

2. ზემოდან კოვზით ოდნავ ჩაჭყლიტეთ.

3. საცხობ ფორმაზე დაასხით ზეითუნის ზეთი. დაჭერით ნიორი და მოათავსეთ ფორმაში.

4. მოათავსეთ კარტოფილი ერთმანეთთან მჭიდროდ საცხობ ფორმაზე. მოაყარეთ როზმარინი და მარილი.

5. დაჭერით კარაქი და დაადეთ ყოველ კარტოფილს. მოასხით ცოტაოდენი ზეითნის ზეთი.

6. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და შებრაწეთ.

სასურველია, კარტოფილი ერთი ზომის შეარჩიოთ. თუ სოკო ან სხვა ბოსტნეული გაქვთ, შეგიძლიათ კარტოფილთან ერთად გამოაცხოთ. გემრიელად მიირთვით გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!