ახალი ლობიოს სეზონი დაიწყო, მეუღლე საოცარ კერძს ამზადებს

968

ეს პერიოდი საუკეთესოა, საშუალება გვეძლევა ჩვენი რაციონი ხილით და ბოსტნეულით გავამრავალფეროვნოთ. ლობიო განსაკუთრებულად მიყვარს, მისგან მარტივად შეიძლება კერძების მომზადება. დღეს საოცარი რეცეპტი მინდა გაგიზიაროთ, აუცილებლად ჩაინიშნეთ!

ვეგანებს ძალიან უყვართ ეს პროდუქტი. ის შეიცავს ცილას, რაც ცხოველური ცილის ჩამნაცვლებელია. მარტივად რომ ვთქვათ – ლობიო ხორცია ბოსტნეულის სამყაროდან. ძალიან ნოყიერი და არომატული კერძები გამოდის. ამავდროულად გაჯერებულია ვიტამინებით.

მთავარია ახალგაზრდა ლობიო სწორად მოვამზადოთ, რათა არ დავაკარგვინოთ ვიტამინები და საოცარი გემო. არანაკლებ მთავარია მისი სწორად შენახვის მეთოდი. შენახვამდე ბოსტნეული აუცილებლად უნდა გარეცხოთ, მოაშოროთ ზედმეტი ნაწილები და მოხარშოთ 5-8 წუთი. მთავარია ზედმეტად არ მოამზადოთ.

ახალი ლობიო დაახლოებ 8 წუთი იხარშება, გაყინული – 8 წუთი ადუღების მომენტიდან. უმი ლობიოს გამოყენება სასტიკად იკრძალება.

იმისათვის, რომ ლობიომ მწვანე ხასხასა ფერი შეინარჩუნოს, მოხარშვის შემდეგ გადმოიტანეთ ცივ წყალში. ეს დაასტაბილურებს ქლოროფილს.

ნაყოფის ზომას მიაქციეთ აუცილებლად ყურადღება. დიდი და სქელი ნაყოფი გადამწიფებულია.

ლობიო ნივრით ქართულად

ინგრედიენტები

  • 500გ ლობიო
  • 2 ხახვი
  • 2 პომიდორი
  • 2 კვერცხი
  • 2 ცალი ბულგარული წიწაკა
  • ნიორი
  • მარილი
  • შავი წიწაკა
  • კამა
  • ქინძი
  • წითელი წიწაკა
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

1.ზეთში მოთუშეთ ხახვი. დაუმატეთ დაჭრილი ბულგარული და პომიდორი.

2.პომიდორს აუცილებლად უნდა გააცალოთ ქერქი. გასწავლით მარტივად როგორ გააკეთოთ. რამდენიმე ადგილას ჩაჭერით და დაასხით ცხელი წყალი. 20 წამის შემდეგ ქერქი თვითონ გასძვრება პომიდორს.

3.დაჭერით პომიდორი და დაუმატეთ ტაფაზე არსებულ მასას. დაუმატეთ ლობიო და მოთუშეთ თავდახურულ მდგომარეობაში.

4.მომზადების შემდეგ დაასვენეთ 7-10 წუთი. მოაყარეთ სანელებლები, მწვანილი, ნიორი. თუ კვერცხი გიყვართ შეგიძლიათ კვერცხიც დაუმატოთ.

უგემრიელესი კერძი მზად არის!

გემრიელად მიირთვით!