ასეთი ტორტი ნამდვილად მოეწონებათ ტკბილეულის მოყვარულებს

688

გემრიელი დესერტის მომზადება უმარტივესადაც შეიძლება. რთული რეცეპტით მომზადებული დსერტი, ხშრირად არ ამართლებს მოლოდინებს.

რატომ უნდა იწვალოთ, როცა არსებობს ასეთი მარტივი რეცეპტები!

ტორტი ცხობის გარეშე

ინგრედიენტები

  • ხრაშუნა ორცხობილა
  • 500მლ რძე
  • 2,5 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 გული
  • 0,10მლ ვანილის ექსტრაქტი

ინგრედიენტები მინანქრისთვის

  • 4 სუფრის კოვზი შაქარი
  • 2 ჩაის კოვზი კაკაო
  • 1 სუფრის კოვზი რძე
  • 50გ კარაქი

მომზადება

1.ვანილის პუდინგის მოსამზადებელი ფხვნილის შეძენა მაღაზიებში შეგიძლიათ. მაგრამ თუ მისი მომზადება თქვენი ხელებით გინდათ, მიყევით ინსტრუქციებს.

რძე გაყავით 2 ტოლ ნაწილად. ერთი ნაწილი აადუღეთ. დარჩენილ რძეს დაუმატეთ სახამებელი. მოაყარეთ შაქარი, დაუმატეთ კვერცხის გული და ვანილის ექსტრაქტი. ათქვიფეთ და დაუმატეთ ადუღებულ რძეს.

ათქვიფეთ შესქელებამდე 5 წუთის განმავლობაში.

2.მზა პუდინგს გადააფარეთ პაკეტი და მოათავსეთ მაცივარში.

3.აიღეთ ნამცხვრის ფორმა, ამოფინეთ ფოლგით. მოათავსეთ ორცხობილა, შემდეგ პუდინგის ფენა. ამ მეთოდით ააწყვეთ დესერტი, ბოლო ფენა უნდა იყოს ორცხობილის.

4.მოამზადეთ შოკოლადის მინანქარი: შაქარს დაუმატეთ კაკაო, რძე. მოათავსეთ ცეცხლზე, როცა მასა წამოდუღედება დაუმატეთ კარაქი. გამღვალი მასა მოასხით დესერტს.

5.მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამე.

გემრიელად მიირთვით!