არავის სჯერა, მაგრამ ამ კატლეტებს ცომის გარეშე, პირდაპირ ტაფაზე ვაცხობ

580

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ძალიან გემრიელ და არომატულ კატლეტებს პურის სადგამზე! ძალიან სწრაფად, მარტივად და ადვილად მზადდება! ასეთი კატლეტები ცომის გარეშე ყველას გამოუვა! აუცილებლად სცადეთ და არ ინანებთ!

ინგრედიენტები:

  • 350 გრ ხორცის ფარში
  • 1 თავი ხახვი
  • 7 გრ მარილი
  • 3 გრ შავი წიწაკა
  • 1 ბატონი პური
  • 4 კვერცხი
  • 250 მლ რძე
  • 10 გრ კარაქი
  • 26 სმ დიამეტრის უხელო ტაფა

მომზადების წესი:

1. პატარა ბატონი ან ბაგეტი ნაჭრებად დაჭერით.

2. ტაფას კარაქი კარგად წაუსვით და დაჭრილი პური მოათავსეთ.

3. ცალკე თასში ფარში მოათავსეთ, წვრილ კუბებად დაჭრილი ხახვი, მარილი, წიწაკა დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

4. მიღებული ფარშიდან მოგრძო კატლეტები გააკეთეთ, ზუსტად ისეთი, როგორც პურის ნაჭრები.

5. თითოეულ პურს კატლეტი დაადეთ.

6. პატარა თასში კვერცხი, მარილი და რძე აურიეთ.

7. მიღებული ნარევი კატლეტებს მოასხით.

8. ტაფა 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ.

9. 20 წუთის შემდეგ ტაფა გამოიღეთ, გახეხილი ყველი მოაყარეთ და ღუმელში 10 წუთით აცხვეთ.

10. ჩვენი კატლეტები მზადაა!

გემრიელად მიირთვით!