ანანასის “თავდაყირა” ნამცხვარი – მარტივი და საყვარელი საოჯახო დესერტი

1927

ეს მარტივი ნამცხვარი საყვარელი და საოჯახო დესერტია. მიირთვით თბილი, 1-2 კოვზ ვანილის ან შოკოლადის ნაყინთან ერთად, შეგიძლიათ ეს უკანასკნელი ბერძნული იოგურტით ჩაანაცვლოთ.

ინგრედინტები: 

ტოპინგი 

  • 60 გ მარილიანი კარაქი (დარბილებული)
  • 50 გ შაქარი
  • 7-10 ანანასის რგოლი (დაკონსერვებული, წვენით)
  • 7-10 დაშაქრული ალუბალი (უკურკო) გასაფორმებლად

ბისკვიტი 

  •  120 გ მარილიანი კარაქი ( დარბილებული)
  • 100 გ შაქარი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 2 კვერცხი
  • ვანილის ან შოკოლადის ნაყინი ან ბერძნული იოგურტი

ულუფა: 6-8

მომზადება: 20 წუთი

ცხობა: 30-35 წუთი

მომზადების წესი:

  1. ტოპინგი. ღუმელი 180 გრადუსზე (გაზ 4)-ზე გააცხელეთ.
  2. კარაქი და შაქარი გათეთრებამდე და კრემისებური მასის მიღებამდე თქვიფეთ.
  3. ანანასის რგოლები საცხობი ფორმის (20 სმ) ძირში ლამაზად დაალაგეთ, თითოეული რგოლის გულში კი ალუბალი მოათავსეთ.
  4. ბისკვიტი. კარაქი, შაქარი, ფქვილი, გამაფხვიერებელი, ვანილი და კვერცხი ჯამში მოათავსეთ. დაამატეთ 2 ს/კ ანანასის წვენი. მიქსერით ან ხის კოვზით ათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე.
  5. ეს მასა საცხობ ფორმაში მოთავსებულ ანანასის თავზე თანაბრად გაანაწილეთ.
  6. აცხვეთ 30-35 წუთის განმავლობაში.
  7. ფორმაში გააჩერეთ დაახლოებით 10 წუთი, შემდეგ თეფშზე ამოაბრუნეთ.
  8. ნამცხვარი თბილი მიირთვი, 1-2 კოვზ ვანილის ან შოკოლადის ნაყინთან ერთად.