ეს არაჩვეულებრივი კრემები გემრიელია როგორც დარიჩინით, ისე ჯანჯაფილით შენელებული. ზამთარში სუფრაზე ფუნთუშებთან ერთად თბილი მიიტანეთ, ხოლო ზაფხულის ცხელ დღეებში კარგად ჩაცივებულ ხილთან ერთად მიირთვით.
ინგრედიენტები:
- 625 მლ რძე
- 3 დიდი კვერცხი + 1 დიდი კვერცხის გული
- 70 გ შაქარი
- 1 ½ ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
- 1/2 ჩაის კოვზი ჯავზი (მუსკატის კაკალი)
ულუფა: 4
მომზადება: 20 წუთი
ცხობა: 30 წუთი
დონე: 1
მომზადების წესი:
- გააცხელეთ ელექტროღუმელი 150 გრადუსზე, აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 2.
- 250 მლ მოცულობის ექვს ყალიბს წაუსვით ცხიმი.
- ქვაბში ჩაასხით რძე, საშუალო ცეცხლზე დადგით და მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან.
- საშუალო ზომის თასში ათქვიფეთ კვერცხები, კვერცხის გული, შაქარი და ვანილი.
- თანდათან დაასხით ცხელი რძე, კარგად მოურიეთ ხის კოვზით და წმინდა საცერში გაწურეთ.
- კრემის მასა ყალიბებში გაანაწილეთ და მოაყარეთ ჯავზი. ყალიბები ჩადგით ღრმა საცხობ ტაფაში, დაასხით იმდენი ადუღებული წყალი, რომ შუამდე მოადგეს.
- გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში ისე, რომ შუაგული რბილი დარჩეს.
- სუფრაზე მიიტანეთ თბილი ან შეგრილებული.
იდეალური მოხარშული კრემის რეცეპტი მზადაა. გაუზიარეთ ის მეგობრებს.