ამ რეცეპტით შეგიძლიათ დაამარილოთ ხორცი, ღორის ქონი და ძვლიანი ხორციც

1112

ღორის ქონი ნაზი, ტყავი რბილი, გემო კი შეუდარებელი გამოვა. Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობს რეცეპტს, რომლითაც მომზადებული ღორის ქონი შეგიძლიათ ქილაში ზამთრისთვის შეინახოთ ან იმწამსვე მიირთვათ. სწრაფი და გემრიელი რეცეპტი!

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ღორის გულმკერდი
  • 1 ლ წყალი
  • 1 თავი ნიორი
  • 5 დაფნის ფოთოლი
  • 4 ს/კ მარილი
  • დაფქული შავი წიწაკა და წიწაკის მარცვლები გემოვნებით
  • დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. თითო კილოგრამ ღორის ქონზე 1 ლ წყალი გამოიყენეთ.
  2. წყალი ცეცხლზე დადგით, სანელებლები და მარილი დაუმატეთ.
  3. ღორის ქონი გარეცხეთ და ტყავიდან ნადები აფხიკეთ.
  4. მზა ღორის ქონი პატარა ნაჭრებად დაჭერით. როცა მარილი წყალში გაიხსნება, ღორის ქონის ნაჭრები მარილწყალს დაუმატეთ.
  5. თავსახური დაახურეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. როგორც კი, მარილწყალი ადუღდება, ნაქაფი მოაშორეთ, ცეცხლს დაუწიეთ და ზუსტად 5 წუთით ხარშეთ.
  6. როცა ღორის ქონი მოიხარშება, პირდაპირ ქვაბში ნიორი ჩაჭყლიტეთ. თავსახური დაახურეთ და ცივ ადგილას 12 საათით გაიტანეთ.
  7. ასეთი ღორის ქონი შეგიძლიათ საყინულეში შეინახოთ ან საღამოს მიირთვათ.
  8. მზა ღორის ქონს სურვილისამებრ პაპრიკა, შავი წიწაკა და ხმელი მწვანილები მოაყარეთ.