ამერიკული კექსები, რომელიც სარესტორნო დესერტს ჯობია

2247

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა კაფეში ხაჭოს მაფინები გავსინჯე. უფაფუკესი და უნაზესი დესერტი, რომელიც პირში ლღვება. სახლში დაბრუნებულმა გადავწყვიტე მეც მომემზადებინა მსგავსი კექსები. ვიპოვე ეს რეცეპტი და დავიწყე!

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 200გ ფქვილი
  • 150გ შაქარი
  • 150გ კარაქი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 50მლ რძე
  • მარილი

ინგრედიენტები ხაჭოს კრემისთვის

  • 500გ ხაჭო
  • 100გ შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 1 სუფრის კოვზი სახამებელი
  • ვანილი

მომზადება

1.ჯამში მოათავსეთ რძე, შაქარი, კვერცხი, გამაფხვიერებელი, ფქვილი, მარილი და დარბილებული კარაქი.

2.ცომი ათქვიფეთ მიქსერით.

3.კრემის მოსამზადებლად ხაჭოს დაუმატეთ შაქარი, კვერცხი, ვანილი და სახამებელი.

4.ათქვიფეთ მასა ბლენდერით. ჩაასხით საკონდიტრო ტომარაში.

5.ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი.

6.ამოავსეთ ფომები. მე ჩავასხი 1,5 სუფრის კოვზი.

7.აიღეთ საკონდიტრო ტომარა და გადაანაწილეთ კრემი.

8.მე გახეხილი ბანანიც გამოვიყენე.

9.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 10 წუთი. შემდეგ 110 გრადუსზე 25-30 წუთი.

10.უგემრიელესი კექსები მზად არის!

გემრიელად მიირთვით!