“ალუბლები თოვლში” 30 წუთში – მსუბუქი და ხრაშუნა ნამცხვარი ოდნავ მომჟავო გემოთი

5062

ყველაზე გემრიელი ნამცხვარი, რა თქმა უნდა, შინ გამომცხვარია. ის ბავშვობის გემოსა და ოჯახურ სიმყუდროვეს გახსენებს. გთავაზობთ მარტივი და უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტს, რომელსაც კენკრის შიგთავსი აქვს და რომელიც ყველაზე უჟმურ ამინდშიც კი განწყობას გაგიუმჯობესებთ.

ამ ნამცხვარს “ალუბლები თოვლში” ქვია და ნებისმიერი სადღესასწაულო სუფრის მშვენება გახდება. თანაც, მისი მომზადება ძალიან ადვილია და სულ რაღაც 30 წუთში ცხვება.

ინგრედიენტები

  • 400 გრ ფქვილი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • 150 გრ კარაქი
  • 3 კვერცხი
  • 50 გრ ალუბლის მურაბა
  • 50 ც ალუბალი
  • 1 ს.კ. შაქრის პუდრი

მომზადება

1. გაცრილ ფქვილსა და გამაფხვიერებელს დაუმატეთ შაქარი და მოურიეთ.

2. დაამატეთ არაჟანი, კვერცხი, დაჭრილი კვერცხი და მოზილეთ ცომი.

3. გააბრტყელეთ ცომი გრძელი მართკუთხედის სახით, წაუსვით კუთხეებს მურაბა, დააწყვეთ ალუბლები, დაახვიეთ რულეტად და დაჭერით ულუფებად, თითოში 2-2 ალუბლით.

4. დააწყვეთ პერგამენტ დაფენილ საცხობ ფორმაზე, შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით. მზა ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის პუდრი.

ნამცხვარი ხრაშუნა, ჰაეროვანი და ზომიერად ტკბილი გამოდის. შიგთავსისთვის ახალი, დაკონსერვებული ან გაყინული ალუბალი გამოდგება. შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნებისმიერი საყვარელი ხილით ან ჩირით. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!