აი რომელ ინგრედიენტში იმალება სურნელოვანი ქართული სოუსის რეცეპტის საიდუმლო. ჩაიწერეთ…

5104

გაზაფხულდა, დათბა და უქმე დღეებზე პიკნიკებისა და მწვადების სეზონიც გახსნილია. მწვადისთვის კარგი სოუსი რომ მნიშვნელოვანია, კარგად მოგეხსენებათ, ამიტომ ჩაინიშნეთ შესანიშნავი რეცეტი, რომელიც ძალიან უხდება ხორცს.

სოუსს ყველა თავისებურად ამზადებს, ჩვენს რეცეპტში ქართული მწვანილების, სიცხარისა და მდიდარი გემოს ნაზავია, რომელიც ჩვეულებრივი პროდუქტებისგან იქმნება.

ინგრედიენტები

  • 500 გრ პომიდორი
  • 1 ც ხახვი
  • 0,5 კონა კამა
  • 0,5 კონა რეჰანი
  • 0,5 კონა ოხრახუში
  • 0,5 კონა ქინძი
  • 5 კბ ნიორი
  • 100 მლ ზეთი
  • 1 ც წითელი წიწაკა
  • ძმარი გემოვნებით
  • შაქარი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაასხით პომიდორს მდუღარე წყალი, ცოტა ხანში მოაცილეთ კანი და დაჭერით წვრილად.
  2. დაჭერით წვრილად ხახვი, ჩაყარეთ ქილაში, დაaსხით წყალში გახსნილი ძმარი, შეანჯღრიეთ და დატოვეთ ცოტა ხნით.
  3. მოთუშეთ პომიდორი ზეთში, სანამ სოუსის მასას არ მიიღებთ, შედეგ დაწურეთ.
  4. დაჭერით წვრილად წიწაკა, დაუმატეთ პომიდორს მარილთან და პილპილთან ერთად.
  5. დადგით ნელ ცეცხლზე, დაუმატეთ გატარებული ნიორი და სუნელები.
  6. ბოლოს დაუმატეთ სოუსს დაჭრილი მწვანილი და დამარინადებული ხახვი.

სოუსი შეგიძლიათ ცხლადვე მიირთვათ ან შედგათ მაცივარში ცოტა ხნით – ასე უფრო მდიდარ გემოს მიიღებთ. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!