თითქოსდა, არაფერია თევზის შეწვაზე მარტივი: დიდი ძალისხმევა და დრო არ სჭირდება. თმცა, გამოცდილ დიასახლისებსაც კი შეიძლება არ გამოუვიდეთ გემრიელი და ხარისხიანი თევზი: ხან ტაფაზე მიეკრობა, ან ბოლომდე არაა შემწვარი და ან კიდევ მეტისმეტად მშრალია.
„გასტრონომია“ სიამოვნებით გიზიარებთ თევზის შეწვის რამდენიმე ხრიკს. შესაძლოა, ზოგი მათგანი გეცნოთ, და თუკი რაიმეს დამატება გსურთ, გაგვიზიარეთ კომენტარებში.
როგორ შევწვათ თევზი
1. თავიდან გაასუფთავეთ თევზი, ამოაცალეთ შიგნეულობა, მოაჭერით თავი, კარგად გარეცხეთ. დიდი თევზი დაყავით ნაჭრებად, მნიშვნელოვანია, რომ ნაჭრები ზომიერი იყოს, რათა კერძი ნახევრად უმი არ გამოვიდეს.
2. დაამარილეთ თევზი შეწვამდე 30 წუთით ადრე: მარილი კარგად უნდა შეიწოვოს. თევზს ჯანჯაფილით, დაფქული წიწაკით, კურკუმათი, ზაფრანათი, კარდამონით და სხვა სუნელებით ანელებენ.
3. აუცილებლად ამოავლეთ თევზი ფქვილში. დროის ეკონომიისა და სამზარეულოში სისუფთავის შენარჩუნებისთვის, ჩაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი ცელოფნის პარკში, მოათავსეთ თევზი და შეანჯღრიეთ.
4. სანამ შეწვას შეუდგებით, დარწმუნდით, რომ ტაფა საკმარისად გახურებულია, სხვაგვარად პროდუქტი ჩაიხარშება ან მიიკრავს. გამოიყენეთ დიდი ოდენობით ზეთი.
5. არავითარ შემთხვევაში არ დააფაროთ ტაფას თავსახური, ამგვარად კერძი მოთუშული გამოვა.
გემრიელი კერძის მოსამზადებლად, ახალი თევზი შეარჩიეთ, მიაქციეთ ყურადღება ვარგისიანობის ვადას, ეს სასარგებლო სტატია კი მეგობრებს გაუზიარეთ!