ჰაეროვანი თაფლის ბისკვიტი

757

ჰაეროვანი თაფლის ბისკვიტი – ხელმისაწვდომი კომპონენტების შესანიშნავი შეფარდება რომელიც უსწრაფესად მზადდება და უგემრიელესიც გამოდის! ეს დესერტი თაფლის არომატითა და უნაზესი ტექსტურით გამოირჩევა!

ინგრედიენტები:

  • 6 კვერცხი
  • 160 გრამი შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი
  • 190 გრამი ფქვილი

მომზადების წესი:

1. კარგად ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და თაფლი. მასა უნდა გაიზარდოს ზომაში. ჩაამატეთ ცოტ-ცოტა ფქვილი და ქავემოდან ზემოთ გადაურიეთ


2. ფორმას პერგამენტი ჩაუფინეთ. ცომი ფორმაში მოათავსეთ. ზედაპირი მოუსწორეთ კოვზით და წინასწარ, 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში აცხვეთ. შეამოწმეთ ბისკვიტის მზაობა და გამოიღეთ ქურიდან. გააგრილეთ.

3. ბისკვიტი ფორმიდან ამოიღეთ. დაჭერით სამ ნაწილად და მოხარშული შესქელებული რძე გადაუსვით. იმისთვის, რომ უფრო გემრილეი გამოვიდეს მას კარაქი ან არაჟანი დაუმატეთ.


4. ზედა ფენას შოკოლადის მოსაჭიქი მოასხით. მოაყარეთ გახეხილი კაკალი.

ეს დესერტი ძალიან მსუბუქი, ჰაეროვანი და არომატულია. სწორედ ის გახლავთ რაც ჩაისა და ყავასთან ერთად პირის ჩასატკბარუნებლად გჭირდებათ!