3 უგემრიელესი კერძი ტრადიციული ქართული სამზარეულოდან

დღეს სამი უგემრიელესი ქართული კერძის რეცეპტს წარმოგიდგენთ. შეიძლება ზოგიერთი მათგანის შესახებ გაგიგიათ მაგრამ, არასდროს მოგიმზადებიათ. თუ მათ მომზადებას აქ წარმოდგენილი რეცეპტების გამოყენებით გადაწყვეტთ – თქვენც და თქვენი ოჯახის წევრებიც შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით!

1. საცივი ქათმით

ინგრედიენტები:

  • 1 საშუალო ზომის ქათამი
  • 500 გრამი ნიგოზი
  • 4 ცალი ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 კონა ქინძი
  • 1 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი ან ბროწეულის წვენი
  • 1 სუფრის კოვზი დაფქული ქინძი
  • 1 სუფრის კოვზი დაფქული ზაფრანა
  • 10 გრამი კარაქი
  • მწიკვი დაფქული დარიჩინი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი

1. მოხარშეთ ქათამი. ბულიონი გაწურეთ და გააცივეთ. წვრილად დაჭერით ხახვი და მოწვით (10 წუთის მანძილზე. ხახვი გამჭვირვალე უნდა დარჩეს).

2. გაატარეთ ნიგოზი ხორცის საკეპ მანქანაში ან კარგად დანაყეთ. აურიეთ სუნელებში და წვრილად დაჭრილ ქინძში. დაასხით გაცივებული ბულიონი. მასა ფაფისებური უნდა გახდეს. ნიორი დანაყეთ მარილთან ერთად, ჩაუმატეთ და გადაურიეთ.

3. გაცივებული ბულიონი (დაახლოებით 1,3 ლიტრი) დადგით ცეცხლზე. როდესაც ადუღდება ცეცხლშ დაუწიეთ. ურიეთ ბულიონს და ნელ-ნელა ჩაუმატეთ ნიგვზიანი მასა. შემდეგ სოუსი ადუღებამდე მიიყვანეთ და რამდენიმე წუთი დატოვეთ. დაუმატეთ მომწავერი ხახვი და ხორცის ნაჭრები, კვლავ დაელოდეთ წამოდურებას და ძმარიც ჩაუმატეთ. ურიეთ და ხარშეტ კიდევ 5 წუთი.

4. გადმოდგით ცეცხლიდან, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ რამდენიმე წუთი.

ლობიო

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი ლობიო
  • 2 თავი ხახვი
  • 1 დიდი კონა ქინძი
  • 3 კბილი ნიორი
  • მარილი, აჯიკა, ქინძის სუნელი (გემოვნებით)

მომზადების წესი:

1. დაალბეთ ლობიო ცივ წყალში 6-8 საათის მანძილზე. აჯობებს ეს საღამოს გააკეთოთ. მსხვილად დაჭერით 1 ხახვი, დაუმატეთ ლობიო. ხარშეთ, დაახურეთ თავსახური და ხარშეთ 30 წუთი. ლობიოს მარცვლები უნდა დარბილდეს.

2.დაჭერით ქინძი და დანაყეთ ნიორი. მეორე ხახვი დაჭერით წვრილ ნახევარ რგოლებად. ლობიო ისე დასრისეთ, რომ მარცვლების ნაწილი მთელი დარჩეს. მუდმივად ურიეთ, დაუმატეთ აჯიკა და დაფქული ქინძი. მოაყარეთ მარილი.

3. გამორთეთ ქურა და დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი, ხახვი და ნიორი. აურიეთ, დაახურეთ ტავსახური და 15-20 წუთით დატოვეთ.

ჩაქაფული

ინგრედიენტები:

  • 1 კილოგრამი ცხვრის ხორცი
  • 500 გრამი მწვანე ხახვი
  • 2 კონა ტარხუნა
  • 1 კონა ქინძი
  • 2 ჭიქა ტყემალი
  • 2 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო
  • 2 კბილი ნიორი
  • 1/2 ცხარე მწვანე წიწაკა
  • 1 ჩაის კოვზი ხმელი სუნელი
  • მარილი, დაფქული პილპილი – გემოვნებით

მომზადების წესი:

1. დაჭერით ცხვრის ხორცი პატარა ნაჭრებად და მოათავსეთ ქვაბში. დაჭერით მწვანილი, ნიორი. ხახვი და გაყავით 2 ნაწილად. ნახევარი ხორცთან მოათავსეთ ქვაბში, დაუმატეთ ღვინო და ნახევარი ტყემალი.

2. ქვაბი დადგით მაღალ ცეცხლზე. ადურების შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და 45-50 წუთის განმავლობაში მოთუშეთ. დაუმატეთ დარჩენილი მწვანილი, ხახვი და ტყემალი, დაახურეთ თავი და 12 წუთით დატოვეთ. გამორთეთ ქურა და კქვაბი კიდევ 15 წუთით თავმოუხდელად გააჩერეთ.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი