ხრაშუნა ჩებურეკი მოხარშულ ცომზე

1708

მოხარშული ცომის ჩებურეკი უმარტივესად და უსწრაფესად მზადდება.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 1 ცალი
  • ხორბლის ფქვილი 450გ
  • წყალი 150მლ
  • მზესუმზირის ზეთი 320მლ
  • საქონლის ფარში 200გ
  • ღორის ფარში 200გ
  • ხორცის ბულიონი 50მლ
  • არაჟანი 100გ
  • მწვანილი 2 სუფრის კოვზი
  • ხახვი 150გ
  • შავი და წითელი წიწაკა გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.ქვაბში ჩაასხით 20მლ მცენარეული ზეთი, წყალი და 1 ჩაის კოვზი მარილი. წამოადუღეთ.

2.მოაყარეთ არასავსე ჭიქა ფქვილი.

3.გააგრილეთ ცომი. დაუმატეთ კვერცხი და ფქვილი. ცომს გადააფარეთ პაკეტი და დაელოდეთ.

4.ახლა კი მოვამზადოთ შიგთავსი. ღორის ფარში გაატარეთ ხორცსაკეპში. დაუმატეთ ხახვი, მწვანილი, მარილი, წიწაკები. მოზილეთ ფარში. ჩაასხით ბულიონი და დაუმატეთ არაჟანი.

5.ცომი გაყავით 9-10 ნაწილად და თითოეული გააბრტყელეთ, მოათავსეთ შიგთავსი და გადაახვიეთ.

6.შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!