ქათმის რულეტი ხაჭოთი და მწვანილებით. მე და ჩემს შვილებს ძალიან გვიყვარს

1523

ქათმის რულეტი – ორიგინალური, ძალიან გემრიელი კერძი, რომელიც ნებადართულია იმ ადამიანებისთვისაც კი, რომლებიც დიეტას იცავენ, თუმცა ამ შემთხვევაში რეცეპტიდან ბეკონი აუცილებლად უნდა გამოირიცხოს. დღევანდელ სტატიაში გასწავლით, როგორ მოამზადოთ ქათმის ძალიან გემრიელი და არომატული რულეტი მინიმალური ძალისხმევით. რულეტი ქათმის მკერდისგან მაღაზიის დახლებზე შემოთავაზებული ძეხვეულის არაჩვეულებრივი, ბევრად ჯანსაღი და სასარგებლო, თანაც გემრიელი ალტერნატივაა.

ქათმის მკერდის რულეტი

ინგრედიენტები:

  • 200 გრამი ხაჭო
  • 1 კგ ქათმის ფილე (მკერდის ნაწილი)
  • 400 გრამი ბეკონი
  • კიტრის მარინადი – 2 ცალი
  • ბულგარული წიწაკა – 1 ცალი
  • 50 გრამი მწვანილები (ქინძი, ოხრახუში, რეჰანი)
  • 1/4 ჩ.კ. მარილი
  • 1/4 ჩ.კ. დაფქული შავი წიწაკა
  • 100 გრამი მცენარეული ზეთი

მომზადება:

1. მოიმარჯვეთ ბასრი დანა. ქათმის მკერდს მთელ სიგრძეზე გაუკეთეთ რამდენიმე ჭრილი.

2. სამზარეულოს ჩაქუჩის გამოყენებით, კარგად დაბეგვეთ ის. თქვენ უნდა მიიღოთ ქათმის ხორცის თხელი, უწყვეტი ფენა.

3. სამუშაო ზედაპირზე დააფინეთ სტრეჩი (საკვების პლიონკა) და დაალაგეთ მასზე ბეკონის თხელი ნაჭრები ერთმანეთის მიყოლებით (არ დატოვოთ სივრცე მათ შორის). ზემოდან დაადეთ ქათმის ფილე, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

4. დააქუცმაცეთ მწვანილები, ხაჭო კი გაატარეთ ხორცსაკეპში, რათა მასში არ დარჩეს მკვრივი მასები. ხაჭო და მწვანილები კარგად შეურიეთ ერთმანეთში და შემდეგ დაადეთ ზემოდან ქათმის ფილეს.

5. დაჭერით თხლად კიტრის მარინადი და ბულგარული წიწაკა სიგრძეზე, მოათავსეთ ისინი ზემოდან ხაჭოზე. მჭიდროდ შეახვიეთ რულეტი და საიმედობისთვის, დააფიქსირეთ ის სპეციალური კულინარიული ბაწრით ან კბილის ჩხირებით.

6. საცხობ ფორმას შეაზილეთ მცენარეული ზეთი და მოათავსეთ მასზე ჩვენი რულეტი. ფორმაშივე ჩაასხით მცირეოდენი წყალი და შედგით ჩვენი კერძი გამოსაცხობად 200-220 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 30-40 წუთით.

ქათმის რულეტი ამ რეცეპტით ძალიან გემრიელი, არომატული და წვნიანი გამოდის. სუფრაზე მიტანიდან სულ რამდენიმე წუთში კერძი თეფშიდან ქრება, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის. ცადეთ მისი მომზადება თავად და გაუმასპინძლდით ოჯახის წევრებს უგმერიელესი დელიკატესით. პირობას გაძლევთ, მათ ქათმის რულეტი დაგემოვნებისთანავე შეუყვარდებათ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!