უგემრიელესი კეჟერა მხალის საუკეთესო რეცეპტი

3580

ქართული სამზარეულო, მათ შორის, აჭარულიც, მდიდარია ვეგეტარიანული კერძებით, განსაკუთრებით მხალეულით (ანუ ფხალეულით, როგორც მას აჭარაში ეძახიან), რომელიც ეზოსა თუ ბოსტანში მოყვანილი, მინდვრად თუ ტყეში მოგროვებული მრავალფეროვანი მცენარეებით მზადდება.

ინგრედიენტები: 

  • კეჟერა მხალი – 400 გ
  • გრძელი ბრინჯი – 90 გ
  • ხახვი – 70 გ
  • ნიორი – 15 გ
  • ოხრახუში – 10 გ
  • ქინძი – 2 გ
  • კარაქი – 5 გ
  • მარილი და წითელი დაფქული წიწაკა გემოვნებით
  • წყალი – 3 ლ

მომზადების წესი:

  1. კეჟერა მხალს ფესვები მოაცილეთ. ღეროები კარგად გარეცხეთ, წვრილად დაჭერით, წყალი დაასხით და მოსახარშად დადგით. მხალი რომ მოიხარშება, გადაწურეთ, დაასხით სუფთა წყალი და ისევ დადგით ცეცხლზე. მოხარსულ მხალს ჩაამატეთ გარეცხილი ბრინჯი და დატოვეთ ცეცხლზე, სანამ არ მოიხარშება.
  2. პარალელურად, ტაფაზე კარაქში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. ხახვი რომ დარბილდება და გამჭვირვალე გახდება, გადაიტანეთ ფხლიან და ბრინჯიან ქვაბში და კარგად აურიეთ.
  3. შეაზავეთ მარილით, წიწაკით, დაკეპილი ქინძითა და ოხრახუშით.