უგემრიელესი დესერტი, რომელიც თქვენს მაგიდას დაამშვენებს

987

მოგესალმებით, ტკბილეულის მოყვარულებს! დღეს მე გასწავლით უგემრიელესი ტორტის მომზადებას. ამ ტკბილეულის შესახებ ყველა დიასახლისმა იცის. მზა დესერტი თვალს ახარებს!

ამ დესერტის მოსამზადებლად, მხოლოდ სასარგებლო ინგრედიენტებს გამოვიყენებთ. მის შემადგენლობაში შედის ხაჭო, რომელიც მდიდარია ცილით და კალცით, ასევე ბანანი, რომელიც ნახშირწყლებით არის სავსე.

ინგრედიენტები

  • 100გ კარაქი
  • 50გ შოკოლადი
  • 3 ბანანი
  • 75მლ რძე
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებლეი
  • 30გ კაკაო
  • 120გ შაქარი
  • 150გ ფქვილი
  • 3 ბანანი
  • 400გ ნაღები (33%)

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ ცომი. ფქვილს დაუმატეთ შაქარი, კაკაო, გამაფხვიერებელი, დარბილებული კარაქი, რძე და კვერცხი. კარგად მოურიეთ.

2.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, ჩაასხით ცომი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.

3.გაგრილებულ კორჟს ამოაჭერით გული. ჩაღრმავებულ ადგილას გადაანაწილეთ ბანანი. დააქუცმაცეთ შოკოლადი და დაუმატეთ ნაღბს. მიქსერის დახმარებით ათქვიფეთ ნაღბი – თქვენ უნდა გამოგივიდეთ კრემი.

4.კრემი დაუმატეთ ბანანს. ამოღებული კორჟის გული დააქუცმაცეთ და მოაყარეთ ტორტს. მოათავსეთ მაცივარში 2 საათი.

გემრიელად მიირთვით!