საფუარიანი ბლინების რეცეპტი მანანის ბურღულით

1362

ეს საოცარი ბლინები ერთი შეხედვით შეგაყვარებთ თავს.

მაროკოში საფუარიანი ბლინები – ბაგრირი – დიდი პოპულარობით სარგებლობს, მათ აცხობენ და ყიდიან ქუჩაში.

ამ ბლინებს ძალიან უხდება თაფლი და გამღვალი კარაქი.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 1 ჭიქა მანანის ბურღული
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 2 ჭიქა თბილი წყალი (400-450მლ)
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი საფუარი
  • მწიკვი მარილი
  • 0,5 ჩაის კოვზი სოდა ან გამაფხვიერებელი

ინგრედიენტები სოუსისთვის

  • 70გ კარაქი
  • 6 სუფრის კოვზი თაფლი

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათავსეთ მშრალი ინგრედიენტები, დაუმატეთ კვერცხი და მოურიეთ. ჩაასხით თბილი წყალი, მცენარეული ზეთი და კარგად მოურიეთ.

2.ათქვიფეთ მასა 1-2 წუთი მიქსერით თხელი ცომის მიღებამდე, შემდეგ დააფარეთ თავსაფარი და დაელოდეთ 40 წუთი, რათა ცომი მაქსიმალურად ამოფუვდეს.

3.სანამ ცომი ამოდის, მანამდე მოამზადეთ სოუსი. ამისათვის გაალღვეთ თაფლი კარაქთან ერთად, არავითარ შემთხვევაში არ წამოადუღოთ.

4.ამოფუებული ცომი შეწვით ტაფაზე ზეთის გარეშე. ცომი დაასხით ტაფის ცენტრში, არ გადაანაწილოთ ტაფის ზედაპირზე, რათა ფუმფულა ბლინები მივიღოთ. შეწვით საშუალო ცეცხლზე ერთი მხრიდან.

5.მზა ბლინებს მოასხით თაფლის სოუსი.

თუ ბლინებს დაახეხავთ ყველს და მოაყრით სანელებლებს, მაშინ თქვენ მიიღებთ საოცარ გემოს, რომელიც სუპს ძალიან უხდება.

უგემრიელესი ბლინები რძეზე

ინგრედიენტები

  • 6 კვერცხი
  • 0,5ლ რძე
  • 5-6 სუფრის კოვზი სახამებელი
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 300გ ხაჭო
  • შაქარი გემოვნებით
  • არაჟანი გემოვნებით
  • კარაქი გემოვნებით
  • 0,5 ჩაის კოვზი ვანილი

მომზადება

1.ათქვიფეთ 5 კვერცხი შაქართან ერთად. დაუმატეთ სახამებელი, კარგად მოურიეთ.

2.ჩაასხით რძე და ზეთი. მოურიეთ და დაელოდეთ 15 წუთი.

3.შეწვით ბლინები ორივე მხრიდან ცხიმიან ტაფაზე.

4.შიგთავსისთვის ხაჭოს დაუმატეთ შაქარი და 1 კვერცხი. მოაყარეთ ვანილი, დაუმატეთ არაჟანი და კარგად მოურიეთ. შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით დაუმატოთ მშრალი ხილი და ნიგოზი.

5.ცალკე გადადეთ 2 მზა ბლინი, დანარჩენზე გადაანაწილეთ შიგთავსი და დაახვიეთ კონვერტისებურად.

9.ბლინები მოათავსეთ 2 ფენად გამოსაცხობ ფორმაში. თითოეულ ფენას წაუსვით გამღვალი კარაქი და არაჟანი, ზემოდან მოათავსეთ შემდეგი ბლინი.

10.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 10-15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!