სალათი, რომლითაც დიასახლისები სტუმრებს აოცებენ

791

ამ სტატიაში მე მინდა მოგიყვეთ საყვარელ საახალწლო სალათზე. რომელიც სტუმრებს აუცილებლად დატოვებს გაოცებულს.

ეს სალათი თეფსზე ძალიან ლამაზად გამოიყურება. გემრიელთან ერთად ძალიან სასარგებლოც არის.

ინგრედიენტები

  • 1 ნაკლებად მარილიანი ქაშაყი
  • 2 საშუალო მოხარშული კარტოფილი
  • 2 თავი ხახვი
  • 2 სტაფილო
  • 300გ ქამა სოკო
  • 3 მოხარშული ქათმის კვერცხი
  • მაიონეზი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

1.გაასუფთავეთ და გახეხეთ სტაფილო. დარბილებამდე მოთუშეთ მცენარეულ ზეთში. დაჭერით ხახვი და სოკო. სტაფილომ უნდა შეინარჩუნოს წვნიანობა და სირბილე. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.

2.მოთუშეთ ხახვი, დაუმატეთ სოკო და ორივე ერთად შეწვით. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნაბით.

3.დაჭერით ქაშაყის ფილე კუბიკებად. ნელ-ნელა დაიწყეთ სალათის აწყობა. კერძი შედგება რამდენიმე სართულისგან. მის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური წრე.

4.ფორმის ძირი დაამუშავეთ მცენარეული ზეთით. პირველი ფენა – თევზი, შემდეგ მაიონეზი, სოკო და ხახვი. მოასხით მაიონეზი და მოახეხეთ კარტოფილი, მასაც წაუსვით მაიონეზი.

5.სიევ სოკო და ხახვი, მოასხით მაიონეზი. მოახეხეთ კვერცხი, მოასხით მაიონეზი. ბოლო ფენა კი დაჭრილი სტაფილო.

გემრიელად მიირთვით!