როგორ მოვამზადოთ შინდის შეჭამანდი – მარტივი რეცეპტი

2414

შინდის შეჭამანდი ქართლსა და კახეთში პოპულარული წვნიანია, მას სეზონურად ამზადებენ.

ინგრედიენტები:

  • შინდი 1 კგ ან შინდის კერკი 0,5 კგ
  • ხახვი 3-4 თავი
  • წყალი 2 ლ
  • ფქვილი 3 სუფრის კოვზი
  • პიტნა 50 გ
  • ნიორი 2-3 კბილი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ახალი შინდი ან შინდის კერკი გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად. მოხარშული შინდი ამოვიღოთ ქვაბიდან საწურზე, გადავავლოთ წყალი, რომ კურკა ადვილად მოვაცალოთ და ხელით მოვჭყლიტოთ.
  2. დაჭყლეტილი შინდი და წვრილად დაჭრილი ხახვი დავამატოთ ნახარშს და დავდგათ ასადუღებლად.
  3. მდუღარე შეჭამანდს ნელ-ნელა, განუწყვეტელი მორევით, დავამატოთ ცოტა რაოდენობის გაგრილებულ წვენში გახსნილი ფქვილი.
  4. 15 წუთის დუღილის შევაზავოთ მარილით, დავუმატოთ დაჭრილი ახალი პიტნა, დანაყილი ნიორი, წამოვადუღოთ და გადმოვდგათ. სუფრაზე მივიტანოთ ცხლად.