როგორ მოვამზადოთ ნივრისა და ნიგვზის საოცარი სალათი

1400

ალბათ უკვე იცით, რომ მაიონეზიანი სალათები მოდიდან გავიდა. პროფესიონალმა მზარეულებმა და ასევე დიასახლისებმაც კერძებში ცხიმიანი დანამატები შეცვალეს უფრო მსუბუქ და სასარგებლო ინგრედიენტებად. აღმოსავლური სამზარეულო გთავაზობთ უამრავ ვარიანტს ასეთი კერძების მოსამზადებლად.

ბადრიჯნის სალათი ნივრისა და ნიგვზის სოუსით-ეს ნამდვილად არ არის დიეტური კერძი. პირიქით: ნიგოზი და ბადრიჯანი ძალიან ნოყიერი ინგრედიენტებია, მაგრამ რაც მთავარია მარტივი მოსანელებელი. ეს საოცარი სალათი ძალიან მოუხდება თქვენს სადღესასწაულო სუფრას.

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი-600გ
  • იოგურტი-70მლ
  • ბულგარული წიწაკა-2 ცალი
  • ნიგოზი-100გ
  • მზესუმზირის ზეთი-40მლ
  • სოიოს სოუსი-10მლ
  • პაპრიკა-0,5 ჩაის კოვზი
  • მარილი-0,5 ჩაის კოვზი
  • ტაჰინი-60გ
  • ნიორი-3 კბილი

მომზადება

1.ნახევარი ბადრიჯანი გათალეთ, დაჭერით კუბიკებად და მოათავსეთ ცხობისათვის განკუთვნილ ქაღალდზე. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში.

2.ახლა კი მოვამზადოთ ბადრიჯნის ბაბაგანუში: ღრმა ჯამში მოათავსეთ გამომცხვარი ბადრიჯანი, ტაჰინი, იოგურტი, დაფქული ნიგოზი, ზეითუნის ზეთი, სოიოს სოუსი და დაჭყლეტილი ნიორი.

3.ეს მასა ათქვიფეთ ბლენდერით სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას, დაუმატეთ მარილი და წიწაკა. დარჩენილი ბადრიჯანი დაჭერით წვრილ ფირფიტებად, ხოლო წიწაკა კი გრძლად. შეწვით ცხელ ზეთში ფერის შეცვლამდე.

4.ავაწყოთ სალათი: ერთ ფენად დაალაგეთ ფირფიტებად დაჭრილი ბადრიჯანი. მასზე საკონდიტრო ტომრის მეშვეობით მოასხით ბაბაგანუში. შემდეგ წიწაკის ზოლები კიდევ ბადრიჯანი ბოლოს კი ნივრიასა და ნიგვზის სოუსი. ინგრედიენტების დამთავრებამდე თანმიმდევრობით დაალაგეთ ყველაფერი.

სალათი გააფორმეთ ოხრახუშის ფოთლებითა და დაფქული ნიგვზით. საოცარი აღმოსავლური დელიკატესი ძალიან მოუხდება ხორცს, მწვადს და ღუმელში გამომცხვარ ქათამს. იმედი მაქვს მოგეწონებათ ეს საოცარი კერძი!