პიცა ბოსტნეულით – ამ იტალიური კერძის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ვარიანტი გახდება.

2392
პიცა ბოსტნეულით - ამ იტალიური კერძის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ვარიანტი გახდება.
პიცა ბოსტნეულით - ამ იტალიური კერძის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ვარიანტი გახდება.

პიცა იტალიური სამზარეულოს ალბათ ყველაზე გავრცელებული პროდუქტია. ეს კერძი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება გასინჯოთ, მაგრამ ყველგან სხვადასხვანაირია.

პიცის სხვადასხვა მრავალრიცხოვანი სახეობა არსებობს. დღეს ბოსტნეულის პიცის რეცეპტს გთავაზობთ. ის, სავარაუდოდ, ამ იტალიური კერძის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ვარიანტი გახდება.

პიცა ბოსტნეულით

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ ფქვილი
  • ½ ჭიქა წყალი
  • 4,5 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 მწიკვი შაქარი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 4 პომიდორი
  • 2 ბადრიჯანი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 2 ყაბაყი
  • 300 გრ მყარი ყველი
  • 200 გრ არაჟანი
  • 1 ჩ/კ კურკუმა
  • 3 ს/კ სანელებლების ნარევი

მომზადება:

1.ყველა ინგრედიენტი მოამზადეთ. ფქვილი წყალს აურიეთ, წყალი თანდათანობით დაუმატეთ. შემდეგ 3,5 ს/კ ზეთი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. ცომი კვერცხის და რძის გარეშე რომ ელასტიური იყოს, საკვების ცელოფანში შეახვიეთ და 30 წუთით დატოვეთ.

2.ცომი გააბრტყელეთ და ღუმელში 15-20 წუთით შედგით. პიცის ყველაზე გემრიელი ცომის მომზადება არც ისე რთული ყოფილა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

3.სოუსის მომზადება. მისი წინასწარ გაკეთება შეგიძლია, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ მოსხმის დროს ის ცხელი იყოს, ანუ მისი გაცხელება აუცილებელია. არაჟანი, 1 ს/კ მცენარეული ზეთი, კურკუმა და სანელებლების ნარევი ერთმანეთს შეურიეთ და 2-3 წუთით ცეცხლზე შედგით.

4.ყაბაყი შეწვით.

5.ბადრიჯანი მცენარეულ ზეთში ოქროსფერის მიღებამდე შეწვით.

6.ღუმელიდან პიცის ცომი გამოიღეთ და სოუსი წაუსვით. ზემოდან ყაბაყი და ბადრიჯანი მოაყარეთ.

7.შემდეგ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა მოაყარეთ.

8.სოუსი მოასხით და ღუმელში 5-7 წუთით შედგით.

9.ღუმელიდან გამოღების შემდეგ ზემოდან ახალ დაჭრილი პომიდვრის რგოლები დააწყვეთ.

10.სოუსი მოასხით.

11.გახეხილი ყველი მოაყარეთ.

12.რამდენიმე წუთით ღუმელში გამოაცხვეთ.

ყველა ძალისხმევა, რასაც ამ პიცის მოსამზადებლად გაიღებთ, შედეგად ღირს.

მოგეწონათ რეცეპტი? მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ!