მოლდოვური ღვეზელი ბრინჯით, რომელმაც ბებიას რეცეპტსაც აჯობა

2651

მოლდოვური ღვეზელი ვერზერეს რეცეპტი არავის დატოვებს გულგრილს. მისი მომზადება ადვილია, ცომი კი საინტერესო ინგრედიენტებისგან შედგება.

მოლდოვურ ცომეულს რამდენიმე განსაკუთრებული თვისება აქვს. უსაფუარო ცომი თავისთავად ხდება ფენოვანი, თხელი და ხრაშუნა ზედმეტი დამუშავების გარეშე. ამ რეცეპტში შიგთავსსაც და ცომსაც ძალიან არომატული გემო აქვს. შეარჩიეთ მოგრძო ბრინჯი და შევუდგეთ სამარხვო კერძის მომზადებას!

ინგრედიენტები

  • 320 გრ ფქვილი
  • 100 მლ ზეთი
  • 100 გრ კიტრის მწნილის წვენი
  • 450 გრ კიტრის მწნილი
  • 500 გრ ბრინჯი
  • 1 ც ხახვი
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოხარშეთ ბრინჯი, დაჭერით ხახვი წვრილად, გახეხეთ მჟავე კიტრი.
  2. ღრმა თასში შეურიეთ ფქვილი, მწნილის წვენი, ზეთი , მოზილეთ ცომი და დადგით 25 წუთით.
  3. შიგთავსისთვის მოთუშეთ ხახვი ზეთში, დაამატეთ მჟავე კიტრი და მოამზადეთ კიდევ 10 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ბრინჯი და პილპილი.
  4. დაყავით ცომი 12 ნაწილად, შექმენით ბურთულები. გააბრტყელეთ თხლად, მოათავსეთ შიგთავსი და შექმენით კონვერტები.
  5. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, მაოთავსეთ ნაწარმი, წაუსვით ათქვეფილი კვერცხი. სურვილისამებრ შეგიძიათ მოაყაროთ ქუნჯუთი. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.

ორიგინალურ რეცეპტში გამოიყენება კომბოსტო, ამიტომ შეგიძლიათ მჟავე კიტრის ნაცვლად კომბოსტოს მწნილი გამოიყენოთ. ასევე, დაუმატოთ სტაფილოც. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!