რა იქნება თუ 1 ჭიქა მანანის ბურღულს დავუმატებთ 2 ჭიქა კეფირს

646

თუ ახლობლების გახარება გინდათ ტკბილეულით, არ არის აუცილებელი მაღაზიაში წახვიდეთ მის საყიდლად. სახლში არსებული უმარტივესი ინგრედიენტებისგან შეგიძლიათ საკუთარი ხელით მოამზადოთ უგემრიელესი დესერტი.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა მანანის ბურღული
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 2 ჭიქა კეფირი
  • 0,5 ჭიქა მცენარეული ზეთი
  • 1 ჭიქას + 2 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 2 სუფრის კოვზი კაკაო

მომზადება

1.ერთ ჯამში მოათავსეთ მანანის ბურღული და შაქარი. კარგად მოურიეთ, დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის კეფირი. კარგად მოურიეთ და დატოვეთ 20-30 წუთი.

2.დაუმატეთ მცენარეული ზეთი. მოურიეთ, ნელ-ნელა მოაყარეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. მოზილთ ცომი.

3.მიღებული ცომი გაყავით ორ ნაწილად, მოათავსეთ განცალკევებულად. ერთ ნახევარს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი. მეორეს კი კაკაო. მოზილეთ ორივე ცომი.

4.საცხობ ფორმაში მოათავსეთ 2-2 კოვზი თეთრი და შავი ცომი. ამ მეთოდით უნდა ჩაასხათ ცომი.

5.ხის წკირით გაალამაზეთ.

6.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!