ლატვიური ღვეზელები ხახვით და შპიკით

642

რიგაში ამ კერძს ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით. გავსინჯე და ძალიან მომეწონა.

მათი კლასიკური რეცეპტი უმარტივესია.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 500გ
  • წყალი 220მლ
  • მცენარეული ზეთი 4 სუფრის კოვზი
  • კვერცხი 1 ცალი
  • საფუარი 5-6გ
  • შაქარი 20გ
  • მარილი 450გ
  • ხახვი 350-400გ
  • ძირა და მარილი გემოვნებით

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ ცომი. თბილ წყალში გახსენით საფუარი. დაუმატეტ შაქარი და გაცრილი ფქვილის ნახევარი. მოურიეთ და დატოვეთ თბილ ადგილას.

2.ამოფუების შემდეგ, დაუმატეთ მარილი და დარჩენილი ფქვილი. მოურიეთ ინგრედიენტებს. ბოლოს ჯამში ჩაასხით ზეთი. შეგიძლიათ გამოიყენოთ მცენარეულიც და მზესუმზირისიც.

3.კარგად მოზილეთ ცომი. დააფარეთ ხელსახოცი და მოათავსეთ თბილ ადგილას. სანამ ცომი ფუვდებ, მოამზადეთ შიგთავსი.

4.ტრადიციულად იყენებენ შიგთავსისთვის შპიკს. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ლორი. მე ვიყენებ მარილიან ლორს ნივრით.

5.ხახვი და ლორი დაჭერით კუბიკებად. გადატენთ ტაფაზე და შეწვით დარბილებამდე. ამოსული ცომი გააბრტყელეთ.

6.ჭიქის დახმარებით ამოჭერით. თითოეულის ცენტრში მოათავსეთ შიგთავსი, შეკარით და გადაიტენთგამოსაცხობ ფორმაზე.

7.მიეცით ნახევარმთვარის ფორმა. გადააფარეტ ხელსახოცი და დაელოდეთ 20 წუთი.

8.გამოაცხეთ 180 გარდუსზე 15-20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!