კარტოფილი ლორით და ყველით

2010

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ საოცარ რეცეპტს, რომლის მთავარი ინგრედიენტი კარტოფილია. ეს საოცარი ბოსტნეული იწოვს სხვა იგრედიენტების არომატებს, მაგრამ თავის დამახასიათებელ გემოს მაინც არ კარგავს. ზამთარში, როდესაც ბოსტნეულის მცირე არჩევანი გვაქვს, გამომცხვარი კარტოფილი ლორით და ყველით ნამდვილად გახდება თქვენი ფავორიტი კერძის.

კარტოფილი აკორდეონი ძალია მარტივი მოსამზადებელია და ამავდროულად ნებისმიერ სუფრას მოუხდება. მისი მომზადების ძალიან ბევრი ვარიაცია არსებობს მას ამზადებენ: უბრალოდ ყველით, კარაქით და მწვანილით, სოკოთი, პომიდორით და დანარჩენი ისეთი ინგრედიენტებით, რომელიც ძალიან უხდება კარტოფილს. ყველასათვის ფავორიტია კარტოფილი ლორით და ყველით, რომელიც მარტლაც უგემრიელესია.

ინგრედიენტები

  • ლორი 300გ
  • კარტოფილი 4 ცალი
  • ყველი 150გ
  • კარაქი 120გ
  • მდოგვი 1 სუფრის კოვზი
  • ხახვის ფხვნილი 0,5 ჩაის კოვზი
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • მწვანე ხახვი გემოვნებით

მომზადება

1.ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე. კარტოფილი (სასურველია ნაკლებ სახამებლიანი ჯიში) გარეცხეთ, მაგრამ არ გათალოთ. თითოეული კარტოფილი ჩაჭერით დანით (ბოლომდე არა) და დაიცავით 1სმ დისტანცია.

2.კარტოფილს მოაყარეთ მარილი, წიწაკა და გამოაცხვეთ ღუელში 15 წუთი. ამასობაშ წვრილად დაჭერით ყველი და ლორი. ცხელი კარტოფილის ღარებში მოათავსეთ შიგთავსი. ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ გახეხილი ყველი.

3.გაალღვეთ კარაქი, დაუმატეთ ხახვის ფხვნილი და მდოგვი (გამოიყენეთ ნებისმიერი სანელებლები). მოასხით კარტოფილს და მოათავსეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე. შემდეგ გამოაცხვეთ 15-20 წუთი. მოაყარეთ მწვანილი და ამაყად გაიტანეთ სუფრაზე.

ლორიან კარტოფილს მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი, რადგან ის მას საოცარ არომატს შესძენს. ძალიან გამოსადეგი რჩევა კარტოფილის დასაჭრელად: გამოიყენეთ კოვზი ან სუშის ჯოხები, მოათავსეთ კარტოფილის ძირზე, კოვზი იქნება დაბრკოლება იმისათვის, რომ კარტოფილი არ ჩაიჭრას ბოლომდე. მოამზადეთ და გაახარეთ ოჯახის წევრები!