თხილის ტორტი ფქვილის გარეშე

1244

იდეალური დესერტი, როემლიც მზადდება ფქვილის გარეშე.

ეს ტორტი ჩემს ოჯახში ყველას ძალიან უყვარს.

თქვენ შეგიძლიათ თხილის ნაცვლად გამოიყენოთ ნიგოზი, არაქისი და ასე შემდეგ.

მისი მომზადება უმარტივესია, თუ ჩვენს მითითებებს შეასრულებთ.

ინგრედიენტები

ფირფიტებისთვის

  • კვერცხის ცილა – 6 ცალი
  • შაქარი – 250გ
  • სიმინდის ფქვილი – 2 სუფრის კოვზი
  • თხილი – 300გ
  • ლიმონის წვენი – 1 სუფრის კოვზი

კრემისთვის

  • კარაქი – 200გ
  • მოხარშული შედედებული რძე – 1 ქილა
  • კაკაო – 2 სუფრის კოვზი

მოხარშული ფენისთვის

  • რძე – 300მლ
  • კვერცხის გული – 3 ცალი
  • შაქარი – 3 სუფრის კოვზი
  • სიმინდის სახამებელი – 1სუფრის კოვზი
  • ვანილი

დეკორისთვის

  • ნუშის ფანტელები – 100გ
  • შაქარი – 100გ
  • თხილი

მომზადება

  1. მოვამზადოთ ფირფიტა. განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა ერთმანეთისგან.
  2. ცილა ჩაასხით ღრმა ჯამში, მოაყარეთ მარილი და ათქვიბეთ მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  3. მიღებულ ქაფს მოასხით ლიმონის წვენი და მოაყარეთ შაქარი, ათქვიფეთ.
  4. ბლენდერში დაფქვით თხილი (ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ მიქსი და დაფქვათ 100გ – ნიგოზი, 100გ – თხილი და 100გ – ნუში).
  5. დაფქულ თხილს დაუმატეთ სიმინდის სახამებელი. კარგად მოურიეთ.
  6. თხილის მასა დაუმატეთ ცილის ქაფს და ფრთხილად მოურიეთ.
  7. მიღებული მასა მოათვსეთ პერგამენტით ამოფენილ გამოსაცხობ ფორმაზე მრგვლად.
  8. თქვენ უნდა გამოგივიდეთ 4 ფირფიტა, ეცადეთ მიიღოთ ერთნაერი ზომის ფირფიტები.
  9. ერთ გამოსაცხობ ფორმაზე შეგიძლიათ მოათავსოთ ორი ფირფიტა.

10.მე გამოვიყენე ორი ფორმა, რათა ოთხივე ფირფიტა ერთ დროულად გამომეცხო.

11.გამოაცხვეთ 120 გრადუსზე 1,5 სათი.

12.სანამ ფირფიტები ცხვება მოამზადეთ კრემი.

13.ღრმა ჯამში მიქსერით ათქვიფეთ კარაქი.

14.დაუმატეთ შედედებული რძე და ათქვიფეთ ერთგვაროვნებამდე.

15.შემდეგ დაუმატეთ კაკაო და ისევ კარგად ათქვიფეთ.

16.მზა კრემი მოათვსეთ 30 წუთი მაცივარში.

17.მოვამზადოთ მოხარშული კრემისგან ფენა.

18.გააცხელეთ რძე.

19.ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გული და შაქარი.

20.შემდეგ დაუმატეთ სახამებელი და ორი კოვზი რძე, ისევ ათქვიფეთ ერთგვაროვნებამდე.

21.ათქვეფილი მასა ჩაასხით რძეში (ნელ-ნელა), ინტენსიურად ურიეთ.

22.მოადუღეთ რძის მასა შესქელებამდე. დააფარეთ პაკეტი ისე, რომ ეხებოდეს კრემს და დაელოდეთ მის გაგრილებას.

23.მოვამზადოთ დეკორი. მშრალ ტაფაზე შეწვით ნუშის ფანტელები.

24.ქვაბში შაქარი მოხარშეთ ისე, რომ იქცეს კარამელად.

25.მზა კარამელი დაასხით პერგამენტზე და ზემოდან მოაყარეთ მოხალული ნუში.

26.ამასობაში გამომცხვარი ფორფიტები გამოიღეთ ღუმელიდან და გააგრილეთ.

27.ააწყვეთ ტორტი. თეფშს, რომელზეც აპირებთ ტორტის აწყობას, წაუსვით ცოტა შედედებული რძისგან დამზადებული კრემი.

28.თეფშზე მოათავსეთ ფირფიტა და წაუსვით კარაქის კრემი.

29.ზემოდან დააადეთ მეორე ფირფიტა და წაუსვით მოხარშული კრემი.

30.მესამე ფიფიტსაც წაუსვით კარაქის კრემი.

31.ბოლო ფენაც და მთლიანი ტორტი ირგვლივ დაამუშავეთ კარაქის კრემით.

32.მთლიან ტორტს მოაყარეთ ნუშის ფნტელები.

33.კარამელი დატეხეთ და მისი ნაწილებით მორთეთ ტორტი.

34.საოცარი დესერტიც მზად არის!

35.გემრიელად მიირთვით!